სხილაძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სხილაძე გოჩა“ გადაიტანა გვერდზე „გოჩა სხილაძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Gocha sxiladze.JPG|thumb|გოჩა სხილაძე]] | ||
'''სხილაძე გოჩა''' – (1968), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, თეოლოგი. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა [[გერმანია]]ში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“. | '''სხილაძე გოჩა''' – (1968), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, თეოლოგი. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა [[გერმანია]]ში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:45, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით
სხილაძე გოჩა – (1968), ქართველი პოეტი, თეოლოგი. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“.
- გაუცხოება
- დაცარიელდა სოფელი
- და უკვე აღარ მეცნობა
- მაღლა მზე გამათბობელი,
- დაბლა დღის გულნამცეცობა.
- ნუთუ არავინ არ დარჩა
- მხილველი ღელის ლი პების?
- გულში რაც სხივი გადარჩა,
- იმის კვალს ჩუმად მივყვები.
- რომ მხვდება უცხო ბავშვია,
- რომ მხვდება უცხო კაცია,
- იქ ჩემ გულს უკაშკაშია,
- მამას მთვრალს უბარბაცია.
- ვიცი სოფელო შენი ხმა
- ცრემლებად დაიბადება.
- გარდაუვალი შეიქმნა
- ვარდებზე თოვლის დადება.
- გვერდზე ჩამივლის ბავშვობა
- ნიავის მხარით გადება.
- წინ გულში დანის ჩასობა!
- გზად წასვლისათვის მზადება!