ასტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ასტორი''' – წყაროთგორის (თუშეთში) დეკანოზი იყო ასტორი. ამბო...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ასტორი''' – წყაროთგორის (თუშეთში) [[დეკანოზი]] იყო ასტორი. ამბობენ, სამი წლისა გაუჩინარებულიყო დანოდან. სამი წლის ბალღს თოვლში ფეხშიშველა პერანგის ამარა უვლია. უძებნიათ და ლაშარის ჯვართან, ჩიღოს თავში უპოვნიათ. ვიღაცეებს დაუნახავთ, პატარა ნისლის კოტორი დანოდან ლაშარისკენ მიმავალი. ხანდახან იმ ნისლში ბავშვი გამოჩნდებოდაო. ამის შემდეგ გამხდარა ასტორი ლაშარის ყმა და მსახური (ხელოსანი).  
+
'''ასტორი''' – წყაროთგორის (თუშეთში) [[დეკანოზი]] იყო ასტორი. ამბობენ, სამი წლისა გაუჩინარებულიყო დანოდან. სამი წლის ბალღს თოვლში ფეხშიშველა პერანგის ამარა უვლია. უძებნიათ და [[ლაშარის ჯვარი|ლაშარის ჯვართან]], ჩიღოს თავში უპოვნიათ. ვიღაცეებს დაუნახავთ, პატარა ნისლის კოტორი დანოდან ლაშარისკენ მიმავალი. ხანდახან იმ ნისლში ბავშვი გამოჩნდებოდაო. ამის შემდეგ გამხდარა ასტორი ლაშარის ყმა და მსახური (ხელოსანი).  
  
ამბობენ, რომ აშტოდან წყაროთგორამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და იქიდან კიდევ ასტორამდე. ერთხელ შუა ზამთარს შიშველა მთა-მთა წასულიყო ასტორი ლაშარში. პირველად სოფელს ვერ გაეგო, თუ სად წავიდა, მაგრამ მერე ლაშარიდან დაბრუნებულა უკან. ის ასტორი თურმე ძალზე წმიდად ინახავდა თავს, არც ცოლი შეურთავს – ლაშარის ჯვარმა ამიკრძალაო. ამბობდა, ცხადად მეცხადება ლაშარის ჯვარი და ყველაფერს მიამბობსო. მაგრამ მის ნაამბობს ხალხს არ უმხელდაო.
 
ხაზი 12: ხაზი 12:
  
[[კატეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:თქმულებები]]
[[კატეგორია:ქართული მითები]]
+
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]

მიმდინარე ცვლილება 17:14, 20 იანვარი 2020 მდგომარეობით

ასტორი – წყაროთგორის (თუშეთში) დეკანოზი იყო ასტორი. ამბობენ, სამი წლისა გაუჩინარებულიყო დანოდან. სამი წლის ბალღს თოვლში ფეხშიშველა პერანგის ამარა უვლია. უძებნიათ და ლაშარის ჯვართან, ჩიღოს თავში უპოვნიათ. ვიღაცეებს დაუნახავთ, პატარა ნისლის კოტორი დანოდან ლაშარისკენ მიმავალი. ხანდახან იმ ნისლში ბავშვი გამოჩნდებოდაო. ამის შემდეგ გამხდარა ასტორი ლაშარის ყმა და მსახური (ხელოსანი).

ამბობენ, რომ აშტოდან წყაროთგორამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და იქიდან კიდევ ასტორამდე. ერთხელ შუა ზამთარს შიშველა მთა-მთა წასულიყო ასტორი ლაშარში. პირველად სოფელს ვერ გაეგო, თუ სად წავიდა, მაგრამ მერე ლაშარიდან დაბრუნებულა უკან. ის ასტორი თურმე ძალზე წმიდად ინახავდა თავს, არც ცოლი შეურთავს – ლაშარის ჯვარმა ამიკრძალაო. ამბობდა, ცხადად მეცხადება ლაშარის ჯვარი და ყველაფერს მიამბობსო. მაგრამ მის ნაამბობს ხალხს არ უმხელდაო.

ერთხელ ასტორი დამწყალობების (დალოცვის) დროს ლაშარში დამუნჯებულა. საბრძანებელიდან გარეთ რომ გამოსულა, ენა ამოუდგამს და უთქვამს, რომ ლაშარის ჯვარი აქ არ იმყოფება და მე დალოცვის ნება არა მაქვსო. ცოტა ხანი რომ გავიდა, მლოცველებს გაუგონიათ ცხენის თქარუნის ხმა და აბჯრის ჟღრიალი. მერედა უთქვამს ასტორს, ლაშარის ჯვარი მოვიდა და ახლა უკვე შემიძლია დამწყალობებაო.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები