ჩხეტიანი თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩხეტიანი თემურ“ გადაიტანა გვერდზე „თემურ ჩხეტიანი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Temur chxetiani.JPG|thumb|თემურ ჩხეტიანი]] | ||
'''ჩხეტიანი თემურ''' − (1955), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი. დაიბადა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანი). 1978 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ეკონომიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1982 წელს, პირველი კრებული გამოსცა 1987 წელს, სულ რვა კრებული აქვს გამოცემული (მათ შორისაა − „უადრესატოდ”, 2010). ცხოვრობს და მოღვაწეობს თელავში. | '''ჩხეტიანი თემურ''' − (1955), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი. დაიბადა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანი). 1978 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ეკონომიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1982 წელს, პირველი კრებული გამოსცა 1987 წელს, სულ რვა კრებული აქვს გამოცემული (მათ შორისაა − „უადრესატოდ”, 2010). ცხოვრობს და მოღვაწეობს თელავში. | ||
| − | :::: მოქცევა | + | :::: '''მოქცევა''' |
::დიდი ხანია, რაც აქა ვარ − | ::დიდი ხანია, რაც აქა ვარ − | ||
მიმდინარე ცვლილება 15:34, 26 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჩხეტიანი თემურ − (1955), ქართველი პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი. დაიბადა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანი). 1978 წელს დაამთავრა თსუ-ს ეკონომიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1982 წელს, პირველი კრებული გამოსცა 1987 წელს, სულ რვა კრებული აქვს გამოცემული (მათ შორისაა − „უადრესატოდ”, 2010). ცხოვრობს და მოღვაწეობს თელავში.
- მოქცევა
- დიდი ხანია, რაც აქა ვარ −
- ამ ადგილას, ამ ზღვის ნაპირზე...
- დავდიოდი, ვუსტვენდი და კენჭებს ვისროდი;
- მერე ვიჯექი,
- წერილებს ვწერდი, ბოთლში ვდებდი,
- წერილიან ბოთლებს კი
- ზღვის ტალღებს ვატანდი.
- ვყრიდი ხურდა ფულს
- და ათასგვარ სურვილსაც ვუთქვამდი.
- ყველაფერი წაიღეს ტალღებმა,
- ყველაფერი წყალმა წაიღო.
- ახლა უკვე მოქცევა იწყება −
- უკან ბრუნდებიან ტალღები.
- რას გამორიყავ, ჩემთვის, ზღვაო −
- შენი ტალღები რას დამიბრუნებენ?
- ცარიელ ნიჟარებს?
- თუ წერილებს,
- გაუხსნელს და წაუკითხავებს
- და ნამსხვრევებს ნაოცნებარ ხომალდებისას?..
- ან, იქნებ, სულაც ჩემსავე ცხედარს −
- წყალმცენარეებ ჩაწნულ-ჩახლართულს
- თმებსა და თითებში?..