ცერცვაძე თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თემურ ცერცვაძე“ გადაიტანა გვერდზე „ცერცვაძე თემურ“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
::წამით მაინც ხომ გაიხსნა კარი, | ::წამით მაინც ხომ გაიხსნა კარი, | ||
::წამით მაინც სული ღრუბლებს გასცდა. | ::წამით მაინც სული ღრუბლებს გასცდა. | ||
| + | ::სხვას აჩუქეთ კარეტა და რაში, | ||
| + | ::ვინც კი ნახოთ ამ ყველაფრის ხამი... | ||
| + | ::მე დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლში, | ||
| + | ::მე დავბრუნდი! თქვენ დამლოცეთ! ამინ! | ||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 12:40, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით
ცერცვაძე თემურ − (1964), ქართველი პოეტი და მწერალი. დაიბადა თბილისში. დავამთავრე თბილისის 61-ე საჯარო სკოლა, შემდეგ − თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული და პროზის ერთტომეული − „გვირგვინოსანი”. მწერალთა სახლში ყოველწლიურად ატარებს შემოქმედებით საღამოებს და ფესტივალს – „მუზების ვალსი”, „ერთი წიგნის აუქციონი”. ხელმძღვანელობს „თავისუფალ შემოქმედთა გაერთიანებას”.
- * * *
- როგორც იქნა, დავწყნარდი და დავცხრი,
- ჩემთვის ვარ და მეჩქარება არსად,
- უამრავი განვიცადე მარცხი,
- ერთადერთი გამარჯვების ფასად.
- რა უაზროდ გამეფლანგა წლები,
- რა ტყუილად ვაფრიალე დროშა,
- ახლა მზეზე აჩრდილივით ვწვები
- და მიწისგან უსასრულოდ შორს ვარ.
- ახლა ისეთ გრძნობებით ვარ სავსე,
- ისეთია ამ ღიმილის მალვა,
- როგორც სკოლის მივიწყებულ გზაზე,
- გათეთრებულ სიბერეში გავლა.
- ხეებიდან წვიმის წყალი წვეთავს,
- ვხედავ ცრემლებს უკანასკნელ ფოთლის
- და კუთხეში მოსროლილი სევდა,
- გდია, როგორც საწამლავის ბოთლი.
- დროსთან ერთად მოვისროლე ქნარიც,
- აელვარდა სასწაულის განცდა,
- წამით მაინც ხომ გაიხსნა კარი,
- წამით მაინც სული ღრუბლებს გასცდა.
- სხვას აჩუქეთ კარეტა და რაში,
- ვინც კი ნახოთ ამ ყველაფრის ხამი...
- მე დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლში,
- მე დავბრუნდი! თქვენ დამლოცეთ! ამინ!