წვეროშვილი ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წვეროშვილი ალექსი“ გადაიტანა გვერდზე „ალექსი წვეროშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''წვეროშვილი ალექსი''' − (1878 − 1942),  ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშაური პოეზიით დაინტერესებულ პირთათვის ფრუშკას სახელით არის ცნობილი და რომელიც შესანიშნავ კაფიებში საკუთარ თავს ქოთილას თიკუნითაც მოიხსენიებს, დიდად პოპულარული მელექსეა. ეს ის ფრუშკაა, რომელმაც პირისპირ
+
'''წვეროშვილი ალექსი''' − (1878 − 1942), ქართველი პოეტი. ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშაური პოეზიით დაინტერესებულ პირთათვის ფრუშკას სახელით არის ცნობილი და რომელიც შესანიშნავ კაფიებში საკუთარ თავს ქოთილას თიკუნითაც მოიხსენიებს, დიდად პოპულარული მელექსეა. ეს ის ფრუშკაა, რომელმაც პირისპირ შეხვედრისას [[ვაჟა-ფშაველა]]ს უთხრა: „მე უბრალო მოლექსე ვარ, პოეტებთან რას გავხდებიო”, მაგრამ სხვა დროს ისიც უთქვამს:<br />
შეხვედრისას [[ვაჟა-ფშაველა]]ს უთხრა: „მე უბრალო მოლექსე ვარ, პოეტებთან რას გავხდებიო”, მაგრამ სხვა დროს ისიც უთქვამს:<br />
+
 
::არა მაქვ საწერ-კალამი,
 
::არა მაქვ საწერ-კალამი,
 
::არ ვაღლეინებ მაჯასა,
 
::არ ვაღლეინებ მაჯასა,

მიმდინარე ცვლილება 13:33, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით

წვეროშვილი ალექსი − (1878 − 1942), ქართველი პოეტი. ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშაური პოეზიით დაინტერესებულ პირთათვის ფრუშკას სახელით არის ცნობილი და რომელიც შესანიშნავ კაფიებში საკუთარ თავს ქოთილას თიკუნითაც მოიხსენიებს, დიდად პოპულარული მელექსეა. ეს ის ფრუშკაა, რომელმაც პირისპირ შეხვედრისას ვაჟა-ფშაველას უთხრა: „მე უბრალო მოლექსე ვარ, პოეტებთან რას გავხდებიო”, მაგრამ სხვა დროს ისიც უთქვამს:

არა მაქვ საწერ-კალამი,
არ ვაღლეინებ მაჯასა,
მაგრამ არ დაუვარდები
რაზიკაშვილსა ვაჟასა.

ალექსი წვეროშვილი დაიბადა 1878 წელს, თიანეთის რაიონის სოფელ სოფლიონში. წერაკითხვა ბავშვობაშივე უსწავლია. თითქმის ზეპირად სცოდნია „ვეფხისტყაოსანი”. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაწვეული იყო მეფის არმიაში. 7 წელი გაატარა ტყვეობაში ქ. მიუხენში. წერდა რუსულ და გერმანულ ენებზე. 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში. შრომობდა და თან საუკეთესო კაფიებსა და ლექსებს ქმნიდა. 1939 წელს დასახლდა ლაფანყურში, სადაც 1942 წელს გარდაიცვალა.


* * *
ღმერთო და ჩემო გამჩენო,
ჩემფერა ბევრი გყოლია.
ცოდვები შემიმსუბუქე
სამარეს ჩასაყოლია.
ძე არვინ დამრჩა, მამგონე,
გაქრა ცეცხლი და ბოლია.
სამზეოს გამოვესალმე,
სიკვდილს ვერავინ ჰბრძოლია,
დამბადებელო, მანიჭე
განათლება და ცხონება,
მიმკვიდრე სასუფეველი,
შემიმსუბუქე გონება.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები