საქართველოს სპეციალური საპროფესიო-სატეხნიკო სკოლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
1918 წელს საქართველოში შემდეგი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები იყო:  
 
1918 წელს საქართველოში შემდეგი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები იყო:  
 
მიწისმზომელთა სასწავლებელი თბილისში, 154 მოწაფით;
 
მიწისმზომელთა სასწავლებელი თბილისში, 154 მოწაფით;
რკინიგზის საშუალო სატეხნიკო სასწავლებელი, 71 მოწაფით;  
+
[[რკინიგზა|რკინიგზის]] საშუალო სატეხნიკო სასწავლებელი, 71 მოწაფით;  
 
თბილისის I და II კომერციული სასწავლებელი, პირველი 644, მეორე 407 მოწაფით;  
 
თბილისის I და II კომერციული სასწავლებელი, პირველი 644, მეორე 407 მოწაფით;  
 
თბილისის სავაჭრო სასწავლებელი, 312 მოწაფით;  
 
თბილისის სავაჭრო სასწავლებელი, 312 მოწაფით;  

მიმდინარე ცვლილება 12:22, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

საქართველოს სპეციალური საპროფესიო-სატეხნიკო სკოლები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დიდი ყურადღება მიექცა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების აღზრდას, რისთვისაც დაარსდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები. ამავე მიზნით, ახალგაზრდები მთავრობის სტიპენდიით იგზავნებოდნენ ევროპის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში. ხაზინიდან გამოიყო 1 მილიონი მანეთი ახალგაზრდების მოსამზადებლად სპეციალურ დარგებში. პროფესიული განათლების შესახებ სპეციალურად იმსჯელა 1918 წლის 3 დეკემბრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომამ. მოხსენება წაიკითხა მინისტრის ამხანაგმა, ალ. მდივანმა. მოხსენებაში ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებულ პრობლემებს, მიღებულ დადგენილებაში დაისახა მათი გამოსწორების გზები.

1918 წელს საქართველოში შემდეგი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები იყო: მიწისმზომელთა სასწავლებელი თბილისში, 154 მოწაფით; რკინიგზის საშუალო სატეხნიკო სასწავლებელი, 71 მოწაფით; თბილისის I და II კომერციული სასწავლებელი, პირველი 644, მეორე 407 მოწაფით; თბილისის სავაჭრო სასწავლებელი, 312 მოწაფით; საფერშლო სასწავლებლები ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან, რომელთა გაერთიანება იყო დაგეგმილი; ქუთაისის კომერციული სასწავლებელი; ბორჯომის, ხონისა და ფოთის სახელოსნო სასწავლებლები, რომლებიც თანდათან უნდა გადაკეთებულიყო სატეხნიკო სასწავლებლებად; გორის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც სასოფლო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთდა.

პროფესიულ-ტექნიკური განათლების შესახებ საერთო კანონი 1919 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. პროფესიული სკოლებიდან გამორჩეული იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. მას ეკუთვნოდა ანანოვის აჯამეთის მამული, ჰქონდა უამრავი მანქანა-დანადგარი. სხვადასხვა პროფილის სასწავლებელი შესაბამის სამინისტროს ექვემდებარებოდა, მაგ., სასოფლო-სამეურნეო სკოლა ექვემდებარებოდა მიწათმოქმედების სამინისტროს, კომერციული სასწავლებლები ვაჭრობის სამინისტროს, თუმცა, ყველა სასწავლებელს საქართველოში მაინც განათლების სამინისტრო აკონტროლებდა.

სასოფლო-სამეურნეო სკოლად გადაკეთდა ძველი სენაკის ქართული სკოლა, რომელიც 1884 წელს იყო დაარსებული. 1919 წელს თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელიც გადაკეთდა საშუალო პოლიტექნიკურ სასწავლებლად. პროფტექნიკური სასწავლებლების დაარსებასა და მათი მუშაობის შემოწმებას ხელმძღვანელობდა სამინისტროს პროფესიონალური და ტექნიკური განყოფილების უფროსი - მაქსიმე ბერძნიშვილი. ცნობილი პედაგოგი მიხეილ თაქთაქიშვილი იყო სპეციალური სკოლების დაარსების გულშემატკივარი და პროფესიულ-ტექნიკური სწავლების ორგანიზატორი დამოუკიდებელ საქართველოში. იგი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა მასწავლებლად განჯის, ბაქოს, თბილისის სხვადასხვა სასწავლებლებში, იყო ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი. 1918 წლის აგვისტოში იყო სატეხნიკო და პროფესიონალური სკოლების მთავარგამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად, შემდეგ დაინიშნა მთავარგამგედ. პროფტექნიკურ და სპეციალურ სწავლებას ჰყავდა სხვა ენთუზიასტებიც. (დოდო ჭუმბურიძე)


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დ. ჭუმბურიძე, განათლება 1918-1921 წლებში, თბ., 2000;
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წიგნი III;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 54;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 460.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები