ხეთაგური მზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მზია ხეთაგური“ გადაიტანა გვერდზე „ხეთაგური მზია“ გადამისამარ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mzia xetaguri.PNG|thumb|მზია ხეთაგური]]
 
'''ხეთაგური მზია'''  – (1946),  პოეტი, მთრგმნელი, მსახიობი, თეატრმცოდნე. დაიბადა ცხინვალში. მეშვიდე კლასამდე სწავლობდა ცხინვალის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ კი [[თბილისი]]ს ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. მუშაობდა ცხინვალის და ქუთაისის თეატრებში მსახიობად.  
 
'''ხეთაგური მზია'''  – (1946),  პოეტი, მთრგმნელი, მსახიობი, თეატრმცოდნე. დაიბადა ცხინვალში. მეშვიდე კლასამდე სწავლობდა ცხინვალის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ კი [[თბილისი]]ს ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. მუშაობდა ცხინვალის და ქუთაისის თეატრებში მსახიობად.  
  

მიმდინარე ცვლილება 01:04, 1 მაისი 2022 მდგომარეობით

მზია ხეთაგური

ხეთაგური მზია – (1946), პოეტი, მთრგმნელი, მსახიობი, თეატრმცოდნე. დაიბადა ცხინვალში. მეშვიდე კლასამდე სწავლობდა ცხინვალის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ კი თბილისის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. მუშაობდა ცხინვალის და ქუთაისის თეატრებში მსახიობად.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1968 წელს გაზეთ „საბჭოთა ოსეთში“, იმავე წელს დაიბეჭდა მისი ლექსები ჟურნალებში: „საქართველოს ქალი“ და „ცისკარი“. გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, მათ შორისაა: „საახალწლო ნაძვის ხე თებერვალში“, „ცისარტყელა ჩამომიგზავნეთ“, „ეთერშია გულახდილობა“, „სიყვარულის პირამიდები“, „კოცნის ანაბეჭდები“, „შეცდომებით სავსე რვეული“, „სიცოცხლე, როგორც დანაშაული“ „100 ლექსი” (2012), „ღამის დარაჯი“ (2016), „უფლების უფლება“ (2018); არის რამდენიმე დრამატურგიული ნაწარმოების ავტორი, ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც; თარგმნილი აქვს პიერ ბერანჟეს, მარინა ცვეტაევას, სერგეი ესენინის, ანდრეი ვოზნესენსკის, ბელა ახმადულინას და სხვათა პოეტური ქმნილებები, საინტერესოა, აგრეთვე, მის მიერ თარგმნილი ყოფილი სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკების პოეტების ლექსები.


* * *
თუ ბედი ერთხელ შენც გაგიღიმებს,
შეგიმსუბუქებს ფიქრებს ტვირთიანს,
გულს სიამაყით ნუ გაიღვივებ –
ყველა ღიმილი დროებითია!
თუ მითითებით არიგებ ხოტბას
და შენი აზრი ფეხზე ჰკიდიათ –
შენ სამუდამოდ დარჩები მონად,
მიმთითებელი დროებითია!
თუ შეეჯახე მეგობრის ღალატს,
როცა ორიდან ერთი ფლიდია,
მაგ ურწმუნობით მზეს ნუ შებღალავ, –
ფლიდის ზეიმიც დროებითია!
თუ შეიყვარე, თუ გააღმერთე,
სხვა ყველაფერი შენთვის მითია, –
თავს მომავალში ნუ გაიმეტებ,
ეგ აღზევებაც დროებითია!
თუ ამამაღლეს, თუ გამამართლეს
და მზე თვალებში ცეცხლად მინთია,
ნუ შეგშურდებათ ჩემი აღმართი,
რადგან აღმართიც დროებითია!
ნუ აარიდებ თავს ბედისწერას,
როცა სიცოცხლის დღეებს გითვლიან,
თუ ფეხის დადგმა შეჰბედე მწვერვალს,
მაშინ სიკვდილიც დროებითია!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები