ბადე რაბიცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერჰარდის ბადე“ გადაიტანა გვერდზე „ბადე რაბიცა“ გადამისამართ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ბადეები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ბადეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბადეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:33, 13 მაისი 2022 მდგომარეობით
ბადე რაბიცა (ბერჰარდის ბადე) − (გერმ. Rabitzgewebe გერმანელი გამომგონებლის კარლ რაბიცას სახელის მიხედვით) – ლითონის წნული ერთმაგი ბადე ფოლადის მავთულისაგან ერთჯერადი გადახლართვით. უჯრედის ფორმის მიხედვით განასხვავებენ რომბულს (რომბის მახვილი კუთხე 60°) და კვადრატულს. ზედაპირის მიხედვით – საფარვლის გარეშე, მოთუთიებული მავთულისგან, პოლიმერული საფარვლით. გამოიყენება ტერიტორიის შემოსაღობად, თბოსაიზოლაციო სამუშაოებში, ნაპირსამაგრ ნაგებობებში, შახტებსა და საბადოებში სამთო გამონამუშევრების გასამაგრებლად, მდინარეების ნაპირებზე ჯებირების მოსაწყობად და სხვ. მომხმარებელს მიეწოდება დახვეული რულონების სახით.