გამა-გამოსხივება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამა-გამოსხივება''' – ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადი, რო...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:ელექტრომაგნიტური | + | [[კატეგორია:ელექტრომაგნიტური გამოსხივება]] |
[[კატეგორია:ბირთვული ფიზიკა]] | [[კატეგორია:ბირთვული ფიზიკა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:11, 25 მაისი 2022 მდგომარეობით
გამა-გამოსხივება – ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადი, რომელიც გარემოში ვრცელდება ვაკუუმში სინათლის ტოლი სიჩქარით – 300 000 კმ/წმ. ის თან ახლავს ალფა- და ბეტა-გამოსხივებას კვანტების ანუ ცალკეული ულუფების სახით; აქვს შეღწევადობის ყველაზე დიდი უნარი, ხოლო იონიზაციის მხრივ საშუალედო მდგომარეობა. წყალში გავლისას იწვევს ყოველი მე-300 წყლის მოლეკულის იონიზაციას. ელექტრული მუხტი არ აქვს. გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოში, როგორებიცაა: გამადეფექტოსკოპები, სამედიცინო და კვების მრეწველობის დანადგარები (პროდუქტების დაკონსერვებისას); აგრეთვე ფიზიკისა და საშენი მასალების სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, ექსპერტიზის ბიუროები და სხვ.