გეგუთის ციხე-დარბაზი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეგუთის ციხე-დარბაზი“ გადაიტანა გვერდზე „გეგუთის სასახლე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Gegutis cixe-darbazi.JPG|thumb|გეგუთის ციხე-დარბაზი]] | + | [[ფაილი:Gegutis cixe-darbazi.JPG|350პქ|thumb|გეგუთის ციხე-დარბაზი]] |
'''გეგუთის ციხე-დარბაზი''' (გეგუთის სასახლე) − (ინგლ. Geguti Royal Palace; Geguti Palace) – ფეოდალური ხანის [[საქართველო]]ს საერო [[არქიტექტურა|არქიტექტურის]] VIII საუკუნის ძეგლი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გეგუთში, ქ. ქუთაისის სამხრეთით, მე-7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. ნანგრევებს 2000 მ<sup>2</sup>-ზე მეტი ფართობი უჭირავს. 1953-1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII-IX საუკ.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. ზამთრის „სანადირო სასახლეა” . მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. | '''გეგუთის ციხე-დარბაზი''' (გეგუთის სასახლე) − (ინგლ. Geguti Royal Palace; Geguti Palace) – ფეოდალური ხანის [[საქართველო]]ს საერო [[არქიტექტურა|არქიტექტურის]] VIII საუკუნის ძეგლი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გეგუთში, ქ. ქუთაისის სამხრეთით, მე-7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. ნანგრევებს 2000 მ<sup>2</sup>-ზე მეტი ფართობი უჭირავს. 1953-1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII-IX საუკ.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. ზამთრის „სანადირო სასახლეა” . მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:42, 25 მაისი 2022 მდგომარეობით
გეგუთის ციხე-დარბაზი (გეგუთის სასახლე) − (ინგლ. Geguti Royal Palace; Geguti Palace) – ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის VIII საუკუნის ძეგლი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გეგუთში, ქ. ქუთაისის სამხრეთით, მე-7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. ნანგრევებს 2000 მ2-ზე მეტი ფართობი უჭირავს. 1953-1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII-IX საუკ.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. ზამთრის „სანადირო სასახლეა” . მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა.
აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი აღმართული იყო ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე (XII ს.). მთავარ ნაწილს წარმოადგენდა 14 მ-იანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის ირგვლივ საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსები (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვ.) იყო განლაგებული. ნაგებობას გარედან ეკვროდა კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია. გადმოცემის თანახმად, გეგუთი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.