აჟიირა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აჟიირა''' - აფხ. [[სამჭედლო]]. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მრგვალ წნულ | + | '''აჟიირა''' - აფხ. [[სამჭედლო]]. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მრგვალ წნულ [[ნაგებობა]]ს, შქერის წნელებისაგან შეკრულს. იგი ერთი მცირე ზომის ოთახი იყო. კონუსური ფორმის სახურავით. თივით, გვიმრით ან ჩალით დახურული. არსებობდა სამჭედლოს ოთხკუთხედი შენობაც, ორფერდა და ოთხფერდა სახურავით, თივით, გვიმრით ან [[ჩალა|ჩალით]] დახურული. ნაგებობაში შიგნით, უკანა კედელთან [[ქურა]] და [[საბერველი]] იდგა, რომელსაც შეეძლო ქურაში ძლიერი ცეცხლის გაჩენა, რაც მჭედლისათვის აუცილებელი იყო. იქვე ქურასთან წყვილი ნაკვერჩხლის ასაღები (მაშა ორად მოკეცილი ლითონის) და ფართო [[ქლიბი]] ეწყო. ბოლოში ერთ მხარეს წყლიანი ხისფეხებიანი [[ვარცლი]] იდგა,მეორე მხარეს კი - წაბლის ხის ორი კუნძი, ქურის სიმაღლისა. ერთზე ორი გრდემლი იყო დამაგრებული, ერთი უფრო დიდი,მეორე კი, უფრო პატარა (32×10 სმ). მეორე კუნძზე ერთი [[გრდემლი]] იდგა (40×12სმ). ამ კუნძებზე სხვადასხვა ზომის რკინის უროები ეწყო, შვიდი ცალი; ფოლადის ინსტრუმენტი, რომელიც რკინის ნაწილებს ჭრიდა. კუთხეში გრდემლიდან მოშორებით, მესამე კუნძზე ყველაზე დიდი გრდემლი იყო დამაგრებული, გვერდზე დიდი უროთი. ჩრდილოეთის კუთხეში მიწაზე მასალა ეყარა. მაგიდაზე კი, მზა ნაკეთობები ეწყო, სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი მოსახმარი ნივთები. ერთ კუთხეში ხის [[ნახშირი]] ეყარა, ხის [[ნიჩაბი (სამეურნეო ხელსაწყო)|ნიჩაბთან]] ერთად. თანდათანობით აჟიირა ოთხკუთხა ნაგებობად გადაკეთდა ჯერ ძელურად და შემდეგ ფიცრულად. თივით ან შქერით გადახურული. მოგვიანებით აჟიირა მხოლოდ სიმბოლური ნაგებობა გახდა, სადაც რელიგიური წეს-ჩვეულება და დაფიცება ეწყობოდა. |
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:აფხაზები]] | [[კატეგორია:აფხაზები]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სახელოსნო]] |
მიმდინარე ცვლილება 22:40, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
აჟიირა - აფხ. სამჭედლო. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მრგვალ წნულ ნაგებობას, შქერის წნელებისაგან შეკრულს. იგი ერთი მცირე ზომის ოთახი იყო. კონუსური ფორმის სახურავით. თივით, გვიმრით ან ჩალით დახურული. არსებობდა სამჭედლოს ოთხკუთხედი შენობაც, ორფერდა და ოთხფერდა სახურავით, თივით, გვიმრით ან ჩალით დახურული. ნაგებობაში შიგნით, უკანა კედელთან ქურა და საბერველი იდგა, რომელსაც შეეძლო ქურაში ძლიერი ცეცხლის გაჩენა, რაც მჭედლისათვის აუცილებელი იყო. იქვე ქურასთან წყვილი ნაკვერჩხლის ასაღები (მაშა ორად მოკეცილი ლითონის) და ფართო ქლიბი ეწყო. ბოლოში ერთ მხარეს წყლიანი ხისფეხებიანი ვარცლი იდგა,მეორე მხარეს კი - წაბლის ხის ორი კუნძი, ქურის სიმაღლისა. ერთზე ორი გრდემლი იყო დამაგრებული, ერთი უფრო დიდი,მეორე კი, უფრო პატარა (32×10 სმ). მეორე კუნძზე ერთი გრდემლი იდგა (40×12სმ). ამ კუნძებზე სხვადასხვა ზომის რკინის უროები ეწყო, შვიდი ცალი; ფოლადის ინსტრუმენტი, რომელიც რკინის ნაწილებს ჭრიდა. კუთხეში გრდემლიდან მოშორებით, მესამე კუნძზე ყველაზე დიდი გრდემლი იყო დამაგრებული, გვერდზე დიდი უროთი. ჩრდილოეთის კუთხეში მიწაზე მასალა ეყარა. მაგიდაზე კი, მზა ნაკეთობები ეწყო, სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი მოსახმარი ნივთები. ერთ კუთხეში ხის ნახშირი ეყარა, ხის ნიჩაბთან ერთად. თანდათანობით აჟიირა ოთხკუთხა ნაგებობად გადაკეთდა ჯერ ძელურად და შემდეგ ფიცრულად. თივით ან შქერით გადახურული. მოგვიანებით აჟიირა მხოლოდ სიმბოლური ნაგებობა გახდა, სადაც რელიგიური წეს-ჩვეულება და დაფიცება ეწყობოდა.