ვენტილატორი
(ახალი გვერდი: ვენტილატორი '''ვენტილატორი''' − (ლათ. ventilator სანია...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ტექნიკა]] | [[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ტექნიკა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:40, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ვენტილატორი − (ლათ. ventilator სანიავებელი < ventilo განიავება, ბერვა), მოწყობილობა, რომელიც ქმნის ჰაერის ან სხვა აირის ჭარბ წნევას, გადაადგილებს აერონარევებს მილსადენში და ახდენს სათავსის განიავებას. ვენტილატორს, როგორც წესი, აქვს ცვლად ან მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროამძრავი. თანამედროვე კომპიუტერულ მოწყობილობებში გამოიყენება გაცივების ვენტილატორები მხოლოდ მუდმივი დენის უმუსო (უჯაგრისო, უნახშირო) ძრავებით, რომლებიც პრაქტიკულად არ ქმნიან ელექტრომაგნიტურ დაბრკოლებებს მუშაობის პროცესში. ტექნიკაში გამოყენებული ვენტილატორის სახეებია: არხიანი, გამწოვი, დაბალი წნევის, დამხმარე, დიამეტრალური, ელექტრონული, კვამლსაწოვი, მაღალი წნევის, მთავარი განიავების, მრავალზონური, ნაწილობრივი განიავების, პნევმატიკური, პროპელერიანი, რეაქტიული, რევერსიული, საბე-რი, სათავო, სამტვრე, საყოფაცხოვრებო, საჭირხნი, სახურავის, ტურბოღერძული, უფრთო, ღე-რძული, შემწოვი, ცენტრიდანული, ჭერისა და სხვ.