ლითონმცოდნეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლითონმცოდნეობა''' – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კავშირს...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 +
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]]

მიმდინარე ცვლილება 21:51, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ლითონმცოდნეობა – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კავშირს ლითონებისა და შენადნობების შემადგენლობას, აგებულებასა და თვისებებს შორის, აგრეთვე მათი ცვალებადობის კანონზომიერებებს თბური, მექანიკური და სხვა ზემოქმედებათა შედეგად. ლითონმცოდნეობა სხვადასხვა მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე მასალის შემადგენლობის, დამზადებისა და დამუშავების ხერხების შერჩვის მეცნიერული საფუძველია.

ლითონმცოდნეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა რენტგენო-სტრუქტურულმა ანალიზმა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ფაზის კრისტალური სტრუქტურის დადგენა, მათი ცვლილებების აღწერა ფაზური გადასვლების, თერმული დამუშავებისა და დეფორმაციის შედეგად. ლითონმცოდნეობის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო ფაზური გარდაქმნების თეორიის შექმნა, ლითონებისა და შენადნობების ატომურ-კრისტალური და ელექტრონული აგებულების, მექანიკური, თბური, ელექტრული და მაგნიტური თვისებების შესწავლა. ლითონების ატომურკრისტალური აგებულების შესასწავლად რენტგენოსტრუქტურული ანალიზის გარდა იყენებენ ნეიტრონოგრაფიის, მიკრორენ-ტგენოსპექტრული ანალიზის, კალორიმეტრიის, მაგნიტომეტრიისა და სხვა მეთოდებს, აგრეთვე ელექტრონულ მიკროსკოპს. განასხვავებენ თეორიულ და გამოყენებით (ტექნიკურ) ლითონმცოდნეობას. თეორიული ლითონმცოდნეობა ლითონთა და შენადნობთა აგებულებისა და სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად მიმდინარე პროცესების ზოგად კანონზომიერებებს იხილავს. გამოყენებითი კი შეისწავლის ლითონური მასალის კონკრეტულ კლასებს და დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლებს.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები