მარაკანის სტადიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მარაკანის სტადიონი '''მარაკანის სტადიონი'...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარაკანა“ გადაიტანა გვერდზე „მარაკანის სტადიონი“ გადამისამა...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 11:58, 22 ივლისი 2022 მდგომარეობით

მარაკანის სტადიონი

მარაკანის სტადიონი – (პორტუგ. Estádio do Maracanã), სტადიონი ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. მდებარეობს მარაკანის რაიონში; სახელი ეწოდა მდინარე მარაკანისგან, რომელიც დღეს არხშია მოქცეული. გაიხსნა 1950 წელს, ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ. მიუხედავად იმისა, რომ 1950 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს მარაკანაზე 199 854 მაყურებელი დაესწრო (ამ დროისათვის მსოფლიოს უდიდესი სტადიონი იყო), ამჟამად, მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ის 82238 მაყურებელს იტევს და ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის უდიდესი სტადიონია.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები