საბერძნეთი
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] წევრი ქვეყანაა. | [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] წევრი ქვეყანაა. | ||
− | განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული და მრეწველობის წამყვანი დარგები – მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, | + | განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული და მრეწველობის წამყვანი დარგები – მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, [[შავი მეტალურგია|შავი]] და ფერადი მეტალურგია. |
− | [[სამხედრო მრეწველობა]] აწარმოებს საარტილერიო სისტემებს და [[ცეცხლსასროლი იარაღი|ცეცხლსასროლ იარაღს]], ტყვია-წამალს, [[ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა|ქვეითთა საბრძოლო მანქანებს]], მცირე ხომალდებს. საბერძნეთის სავაჭრო [[ფლოტი]] ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი. | + | [[სამხედრო მრეწველობა]] აწარმოებს საარტილერიო სისტემებს და [[ცეცხლსასროლი იარაღი|ცეცხლსასროლ იარაღს]], ტყვია-წამალს, [[ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა|ქვეითთა საბრძოლო მანქანებს]], მცირე ხომალდებს. საბერძნეთის სავაჭრო [[ფლოტი]] ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. განვითარებულია საერთაშორისო [[ტურიზმი]]. |
'''მთავარი საზღვაო პორტებია:''' პირეოსი, სალონიკი, პატრი, კერკირა (კორფუ), ელევსისი. | '''მთავარი საზღვაო პორტებია:''' პირეოსი, სალონიკი, პატრი, კერკირა (კორფუ), ელევსისი. |
მიმდინარე ცვლილება 11:30, 5 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
საბერძნეთი (Greece – საბერძნეთის რესპუბლიკა) - სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. უჭირავს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი და მიმდებარე კუნძულები (კრეტა, ევბეა, როდოსი, ლესბოსი).
ფართობი – 128,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 11,3 მლნ. კაცი (2012), ბერძნები – 98% და მაკედონელები – 2%.
ოფიციალური ენა – ბერძნული.
დედაქალაქი – ქ. ათენი.
ადმინისტრაციულად იყოფა 54 ნომად (მხარე) და ერთ განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – დეპუტატების პალატა (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი' – მთავრობა.
საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა. ოსმალეთის უღლისგან განთავისუფლდა 1829 წელს.
ნატოს წევრი ქვეყანაა.
განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული და მრეწველობის წამყვანი დარგები – მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, შავი და ფერადი მეტალურგია.
სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო სისტემებს და ცეცხლსასროლ იარაღს, ტყვია-წამალს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, მცირე ხომალდებს. საბერძნეთის სავაჭრო ფლოტი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი.
მთავარი საზღვაო პორტებია: პირეოსი, სალონიკი, პატრი, კერკირა (კორფუ), ელევსისი.
აქვს 22 საერთაშორისო აეროპორტი, ყველაზე დიდია ელინიკონი (ათენი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 138,9 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 64,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 34,5 და სამხედრო-საზღვაო 29,6 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.