მწვანე მონასტერი
(ახალი გვერდი: მწვანე მონასტერი '''მწვანე მონასტერი'''–...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Mwvane monasteri.JPG|thumb|250პქ|მწვანე მონასტერი]] | [[ფაილი:Mwvane monasteri.JPG|thumb|250პქ|მწვანე მონასტერი]] | ||
− | '''მწვანე მონასტერი'''– (ინგლ. Green Monastery) – '''წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი'''. მდებარებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩითახევის ულამაზეს ხეობაში. მონასტერს ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. აქ არცერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ | + | '''მწვანე მონასტერი'''– (ინგლ. Green Monastery) – '''წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი'''. მდებარებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], სოფ. ჩითახევის ულამაზეს ხეობაში. |
+ | |||
+ | მონასტერს ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. აქ არცერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. [[გრიგოლ ხანძთელი]]ს მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აუშენებიათ IX საუკუნეში. სამონასტრო კომპლექსში შედის უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ტიპის ეკლესია და [[სამრეკლო]]. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულად მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ ([[ლავგარდანი|ლავგარდნის]] ქვეშ), მოთავსებულია [[რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფი]], რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან [[ბრძოლა]]ს გამოხატავს. XVI საუკუნეში ირანის მმართველის შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და იქ 2002 წლიდან მამათა მონასტერი აღდგა. | ||
მიმდინარე ცვლილება 10:20, 10 მაისი 2024 მდგომარეობით
მწვანე მონასტერი– (ინგლ. Green Monastery) – წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. მდებარებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩითახევის ულამაზეს ხეობაში.
მონასტერს ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. აქ არცერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აუშენებიათ IX საუკუნეში. სამონასტრო კომპლექსში შედის უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები ბაზილიკის ტიპის ეკლესია და სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულად მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ (ლავგარდნის ქვეშ), მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს. XVI საუკუნეში ირანის მმართველის შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და იქ 2002 წლიდან მამათა მონასტერი აღდგა.