საწყობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საწყობები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:19, 27 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
საწყობი – შენობა ან შენობათა კომპლექსი, სათავსი, ნაგებობა, სპეციალური ადგილი მატერიალური ფასეულობების შესანახად და სასაწყობე მომსახურების გასაწევად.
დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის საწყობებს: ადრეული შეზიდვის, ზოდების, მზა ნაწარმის, ნამზადის, საწარმოო, სატრანზიტო-გადასატვირთავი, საბაჟო, სეზონური შენახვის, სარეზერვო, საბითუმო განაწილების, კომერციული საერთო სარგებლობის, საცალო, სამხედრო, შუალედური და სხვ.,
შენახვის პირობების მიხედვით – საერთო დანიშნულების, რეზერვუარები, სეიფები და სპეციალიზებული.
საჭიროების შემთხვევაში საწყობი შეიძლება იყოს სიმძლავრეები საქონლის დაფასოების, შეფუთვის, ტესტირებისა და სხვა ოპერაციებისათვის.
