ნოქალაქევი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციხე-გოჯი“ გადაიტანა გვერდზე „ნოქალაქევი“ გადამისამართებაზე) |
(→წყარო) |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია:სენაკის მუნიციპალიტეტის | + | [[კატეგორია:სენაკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] |
[[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები საქართველოში]] | [[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-ქალაქები]] | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-ქალაქები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:54, 27 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ნოქალაქევი − (ინგლ. Nokalakevi), ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის რაიონის სოფ. ნაქალაქევში, მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. ადრინდელ ქართულ ქრონიკებში ნოქალაქევს ციხე-გოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებდნენ; ბერძნულ წყაროებში კი მისი სახელია არქეოპოლისი (ძველი ქალაქი). სავარაუდოდ, ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი წაიღეს.
ისტორიული ცნობების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპირობებული იყო სტრატეგიული მოსაზრებითა და მოსახლეობის სიმრავლით. ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ყურადღებას იპყრობს ამ პერიოდის ცხვრის, ღორის, ცხენის კერამიკული ქანდაკებები. ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ფენებში გამოვლენილია ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თიხის ჭურჭელი, ხოლო ძვ. წ. III-I საუკუნეებში – ელინისტური ხანის ქვევრსამარხები ოქროსა და ვერცხლის მდიდრული ნიმუშებით (ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და სხვ.).
IV საუკუნეში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზიკის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) დედაქალაქი ხდება. V-VI საუკუნეებში 19 ჰა-ზე გაშლილი ქალაქი განვითარებას განიცდის – სრულდება 3 კმ სიგრძის გალავანი, შენდება სასახლეები, ეკლესიები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები.
განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლით მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა. ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკებისა და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქს აუღებელ ციხესიმაგრედ აქცევდა. სამწუხაროდ, VIII საუკუნის 30-იან წლებში, მთელი ამიერკავკასიის დარად, ნოქალაქევის ციხე არაბ სარდალს მურვან ყრუს (მერვან იბნ მუჰამედი) შეუმუსრავს და, ბუნებრივია, ციხემაც დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. XVI-XVIII საუკუნეებში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავართა რეზიდენციაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევის ტერიტორიაზე იყო ციხე და დადიანების სასახლე, რასაც ადასტურებს შემორჩენილი ნანგრევები და ძველ გალავანზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.