ჭინჭრისდედა
(ახალი გვერდი: right '''ჭინჭრისდედა''' - Lamium album L. '''მოხ. – სასუტებელა,...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯინჭრის დედა“ გადაიტანა გვერდზე „ჭინჭრისდედა“ გადამისამართე...) |
||
| (2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:WinWrisdeda.PNG| | + | [[ფაილი:WinWrisdeda.PNG|280px|right]] |
| − | + | ||
'''ჭინჭრისდედა''' - Lamium album L. | '''ჭინჭრისდედა''' - Lamium album L. | ||
'''მოხ. – სასუტებელა, საწოვაი, მესხ., ჯავახ. – საწუწკნელა, წუწკნელა, ერწ.-თიან. – უსუსხავიჭინჭარი, ზ.იმერ.–დედაფუტკარა, ქვ.იმერ., გურ. – ჯიჯლედუა, ჯინჯოდუა, ლეჩხ. – ჭინჭრიდედუე, აჭარ. – ჯინჭრის-დედო, ინგ. — ჯინჭრის-დედა, მეგრ. - მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა''' | '''მოხ. – სასუტებელა, საწოვაი, მესხ., ჯავახ. – საწუწკნელა, წუწკნელა, ერწ.-თიან. – უსუსხავიჭინჭარი, ზ.იმერ.–დედაფუტკარა, ქვ.იმერ., გურ. – ჯიჯლედუა, ჯინჯოდუა, ლეჩხ. – ჭინჭრიდედუე, აჭარ. – ჯინჭრის-დედო, ინგ. — ჯინჭრის-დედა, მეგრ. - მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა''' | ||
| − | ჭინჭრისდედა ტუჩოსნების ოჯახს ეკუთვნის. | + | ჭინჭრისდედა ტუჩოსნების ოჯახს ეკუთვნის. თეთრყვავილა ჭინჭრისდედას ყველა იცნობს. ის გვხვდება [[ბაღი|ბაღში]], [[ღობე|ღობეების]] ძირში, ტყის პირში, ზოგჯერ ბოსტანშიც. მრავალწლოვანი მცენარეა. მიწის ქვეშ განვითარებული აქვს მხოხავი ფესურები, საიდანაც მრავალი ღეროა ამოსული. თითოეული [[ღერო]] ოთხწახნაგოვანია, 20-70 სმ სიმაღლისა, ზოგჯერ უფრო მაღალი, სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი. |
| − | + | [[ფოთოლი|ფოთლები]] ყუნწიანია, დანაოჭებული, კიდედაკბილული და მოპირისპირედ განლაგებული. ჭინჭრისდედას ფოთლები ძალიან გავს ჭინჭრის ფოთლებს, თუმცა მსუსხავი არ არის. | |
| + | ყვავილობა აპრილის ბოლოს იწყება და დიდხანს გრძელდება. ყვავილები ზედა ფოთლების უბეებშია რგოლებად შეკრებილი, თითოეულ რგოლში ოთხი-ათი ყვავილია. ყვავილის გვირგვინი თეთრია, ორტუჩა, ჯამიდან ამოყოფილი. ზედა ტუჩი ქვედაზე მუზარადივითაა წამოფარებული, ზედა მხრიდან შებუსვილია. ქვედა ტუჩი სამნაკვთიანია და გვერდებზე თითო სადგისის მსგავსი დანამატი აქვს. ბუტკოს გრძელი სვეტი და ორად გაყოფილი დინგი აქვს. ჯამი ხუთი გრძელი კბილითაა დაბოლოებული. ნაყოფი მეტწილად ჯამშია ხოლმე ჩამალული და მომწიფებისას ოთხ პატარა კაკლად იშლება. | ||
| − | |||
| − | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]] | ||
[[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: ტუჩოსნები]] | [[კატეგორია: ტუჩოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:51, 10 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ჭინჭრისდედა - Lamium album L.
მოხ. – სასუტებელა, საწოვაი, მესხ., ჯავახ. – საწუწკნელა, წუწკნელა, ერწ.-თიან. – უსუსხავიჭინჭარი, ზ.იმერ.–დედაფუტკარა, ქვ.იმერ., გურ. – ჯიჯლედუა, ჯინჯოდუა, ლეჩხ. – ჭინჭრიდედუე, აჭარ. – ჯინჭრის-დედო, ინგ. — ჯინჭრის-დედა, მეგრ. - მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა
ჭინჭრისდედა ტუჩოსნების ოჯახს ეკუთვნის. თეთრყვავილა ჭინჭრისდედას ყველა იცნობს. ის გვხვდება ბაღში, ღობეების ძირში, ტყის პირში, ზოგჯერ ბოსტანშიც. მრავალწლოვანი მცენარეა. მიწის ქვეშ განვითარებული აქვს მხოხავი ფესურები, საიდანაც მრავალი ღეროა ამოსული. თითოეული ღერო ოთხწახნაგოვანია, 20-70 სმ სიმაღლისა, ზოგჯერ უფრო მაღალი, სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი.
ფოთლები ყუნწიანია, დანაოჭებული, კიდედაკბილული და მოპირისპირედ განლაგებული. ჭინჭრისდედას ფოთლები ძალიან გავს ჭინჭრის ფოთლებს, თუმცა მსუსხავი არ არის.
ყვავილობა აპრილის ბოლოს იწყება და დიდხანს გრძელდება. ყვავილები ზედა ფოთლების უბეებშია რგოლებად შეკრებილი, თითოეულ რგოლში ოთხი-ათი ყვავილია. ყვავილის გვირგვინი თეთრია, ორტუჩა, ჯამიდან ამოყოფილი. ზედა ტუჩი ქვედაზე მუზარადივითაა წამოფარებული, ზედა მხრიდან შებუსვილია. ქვედა ტუჩი სამნაკვთიანია და გვერდებზე თითო სადგისის მსგავსი დანამატი აქვს. ბუტკოს გრძელი სვეტი და ორად გაყოფილი დინგი აქვს. ჯამი ხუთი გრძელი კბილითაა დაბოლოებული. ნაყოფი მეტწილად ჯამშია ხოლმე ჩამალული და მომწიფებისას ოთხ პატარა კაკლად იშლება.