ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:თბილისის არქიტექტურული ძეგლები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:თბილისის არქიტექტურული ძეგლები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 +
[[კატეგორია:თეატრები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 01:34, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი

ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი - (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი) - 1893 „ავჭალის აუდიტორიაში“ საფუძველი ჩაეყარა სახალხო სახლის თეატრს. 1901 წელს კონკურსი გამოცხადდა. შენობის აგების უფლებით, უკრაინელი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტმა გაიმარჯვა. 1902-1907 წლებში მშენებლობა მიმდინარეობდა. 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა. კონსტანტინე ზუბალაშვილის ვაჟებმა - პეტრემ, ლევანმა და იაკობმა - მამის სახელზე, ის საჩუქრად გადასცეს ქალაქს.

არქიტექტურა მოდერნის სტილში შეიქმნა. მრავალჯერ გადაკეთების მიუხედავად, ძირითად ნიშნებს მაინც ინარჩუნებდა. დეკორატორმა ა. ნოვაკმა ინტერიერიც ამავე სტილში გადაწყვიტა. შენობა, 630 მაყურებელზე გათვლილი სივრცისა და სცენის გარდა, ბიბლიოთეკასაც მოიცავდა (200 ადამიანისათვის). თეატრს ხელოვნური განათება არ გააჩნდა და სპექტაკლები მხოლოდ დღის სინათლეზე იმართებოდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო, მაყურებელთა სიმრავლით გამოირჩეოდა. სპექტაკლები რეგულარულად 12 ენაზე იმართებოდა. გახსნიდანვე ქალაქის გამორჩეულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად ფუნქციონირებდა.

1918-1921 წლებში თეატრში არაერთი დრამატული თუ საოპერო წარმოდგენა გაიმართა, რომლებსაც იმდროინდელი პრესა აქტიურად აშუქებდა. დაიდგა: ი. ეკალაძის „ნომერი ოცდაერთი ჯვრით“; ივ. ბარველის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“, ელ. ჩერქეზიშვილის მონაწილეობოთ; კ. ხანაშვილის „ლაქია“; ვ. გუნიას „დედისერთა“; „იმედის დაღუპვა“; „ქრისტინე“; „მსხვერპლი“; კ. მესხის „მელანიას ოინები“; ტ. რამიშვილის „მეზობლები“; ალ. ცაგარელის „ხანუმა“; „ციმბირელი“. ჩატარდა კაპელის კონცერტი დ. არაყიშვილის ხელმძღვანელობით; ქართული საოპერო სტუდიის „თქმულება შოთა რუსთაველზე“; მწერალ დ. კლდიაშვილის იუბილე; მსახიობ სოფიო სიმონიშვილ-დგებუაძის 20 წლის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად „ღალატი“ და სხვა. დასახელებულ წარმოდგენებში იმ დროს მოღვაწე თითქმის ყველა რეჟისორი და წამყვანი მსახიობი მონაწილეობდა.

1930 წელს კომუნისტური ხელისუფლების მოწვევით, კ. მარჯანიშვილის დაარსებული ქუთაისი-ბათუმის დასი თბილისში გადმოვიდა და სახალხო სახლში დასახლდა. რეჟისორი სულ ხუთი სეზონი მუშაობდა, 26 სპექტაკლი დადგა. 1933 კ. მარჯანიშვილი გარდაიცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი მიენიჭა.

სალომე ჭანტურიძე

[რედაქტირება] ლიტერტურა

ი. დოლიძე, სათეატრო არქიტექტურა საქართველოში, 2005.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები