ხანძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ხანძარი '''ხანძარი''' – დროსა და სივრცეში გან...)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
  
არსებობს ხანძრის სახეები: ბუნებრივი, განცალკევებული, ეგზოგენური, ენდოგენური, ინდუსტრიული (ხანძრები ფაბრიკა-ქარხნებში, საცავებში), ლოკალური, მაღაროს, მინდვრის, მიწისქვეშა, მოცულობითი, საქალაქო, საყოფაცხოვრებო, სიღრმული, ტექნოგენური, ტორფის, ტყის, უწყვეტი, შტორმისებრი, ცალკეული და სხვ.
 
 +
 +
==== განცალკევებული ხანძარი ====
 +
ხანძრის შემთხვევა, როდესაც ხანძარი მოიცავს მხოლოდ რომელიმე ცალკე მდგომ [[შენობა]]ს ან [[ნაგებობა]]ს, ხოლო ცალკეული ხანძრის წყაროებს შორის ტექნიკისა და ადამიანების გადაადგილება შესაძლებელია თბური გამოსხივებისაგან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე.
 +
 +
==== ეგზოგენური ხანძარი ====
 +
ხანძარი, გამოწვეული წვადი მასალის ([[სასარგებლო წიაღისეული]], ხის სამაგრები, [[კონვეიერი]]ს ლენტა და სხვ.) გაცხელებით სითბოს გარე წყაროებიდან, როგორიცაა: ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, ხახუნი, სამთო სამუშაოების წესების დაუცველობა და სხვ.
 +
 +
==== ენდოგენური ხანძარი ====
 +
ხანძარი, გაჩენილი მიწისქვეშა წიაღისეულის, [[ქანი|ქანისა]] ან წვადი მასალების თვითაალებით. მისი გამომწვევია [[ჟანგბადი]], რომელიც [[ჟანგვა|ჟანგავს]] წვადი მასალების ან სასარგებლო მიწისქვეშა წიაღისეულს, ზრდის მათ ტემპერატურას და იწვევს [[აალება]]ს.
 +
 +
 +
  
მიმდინარე ცვლილება 13:56, 4 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ხანძარი

ხანძარი – დროსა და სივრცეში განვითარებული არაკონტროლირებადი წვა, დიდი და დამანგრეველი ცეცხლი, მოვლენა, რომელიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებს ქვეყანას, გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ხანძარი შეიძლება დაიწყოს შემთხვევით, ბუნებრივად (მაგ., ტყის ხანძარი) ან წინასწარგანზრახვით. ხანძრის საშიში ფაქტორებია: ცეცხლი, ნაპერწკლები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, კვამლი, წვის მომწამლავი პროდუქტები და სხვ. ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოო უყურადღებობა, ტყეში კოცონის ანთება, მასალების თვითაალებადობა, ელვა, აირზე მომუშავე ხელსაწყოების გაუმართაობა, მზის სხივების ოპტიკურ სისტემებში გავლა და სხვ. ხანძარს თან ახლავს აქტიური წვის, თბური გამოსხივებისა და დაკვამლიანების ზონები.

არსებობს ხანძრის სახეები: ბუნებრივი, განცალკევებული, ეგზოგენური, ენდოგენური, ინდუსტრიული (ხანძრები ფაბრიკა-ქარხნებში, საცავებში), ლოკალური, მაღაროს, მინდვრის, მიწისქვეშა, მოცულობითი, საქალაქო, საყოფაცხოვრებო, სიღრმული, ტექნოგენური, ტორფის, ტყის, უწყვეტი, შტორმისებრი, ცალკეული და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] განცალკევებული ხანძარი

ხანძრის შემთხვევა, როდესაც ხანძარი მოიცავს მხოლოდ რომელიმე ცალკე მდგომ შენობას ან ნაგებობას, ხოლო ცალკეული ხანძრის წყაროებს შორის ტექნიკისა და ადამიანების გადაადგილება შესაძლებელია თბური გამოსხივებისაგან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე.

[რედაქტირება] ეგზოგენური ხანძარი

ხანძარი, გამოწვეული წვადი მასალის (სასარგებლო წიაღისეული, ხის სამაგრები, კონვეიერის ლენტა და სხვ.) გაცხელებით სითბოს გარე წყაროებიდან, როგორიცაა: ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, ხახუნი, სამთო სამუშაოების წესების დაუცველობა და სხვ.

[რედაქტირება] ენდოგენური ხანძარი

ხანძარი, გაჩენილი მიწისქვეშა წიაღისეულის, ქანისა ან წვადი მასალების თვითაალებით. მისი გამომწვევია ჟანგბადი, რომელიც ჟანგავს წვადი მასალების ან სასარგებლო მიწისქვეშა წიაღისეულს, ზრდის მათ ტემპერატურას და იწვევს აალებას.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები