აირანი
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Airani.JPG|thumb|200pq|აირანი]] | [[ფაილი:Airani.JPG|thumb|200pq|აირანი]] | ||
− | '''აირანი''' — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული [[მაწონი]], გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთში]]”. | + | '''აირანი''' — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული [[მაწონი]], გამაგრილებელი სასმელი. [[თედო სახოკია]]: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთში]]”. |
აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. | აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. | ||
− | მაწვნის მსგავსი რძის ეს პროდუქტი, შუა [[აზია|აზიაში]] – [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], ციმბირის ზოგ ხალხში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[კავკასია|კავკასიაშია]] გავრცელებული. | + | მაწვნის მსგავსი რძის ეს [[პროდუქტი]], შუა [[აზია|აზიაში]] – [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], ციმბირის ზოგ ხალხში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[კავკასია|კავკასიაშია]] გავრცელებული. |
დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი [[ლიტრი]], წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი; | დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი [[ლიტრი]], წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი; |
მიმდინარე ცვლილება 11:06, 19 თებერვალი 2024 მდგომარეობით
აირანი — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული მაწონი, გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში”.
აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. მაწვნის მსგავსი რძის ეს პროდუქტი, შუა აზიაში – ყაზახეთში, ციმბირის ზოგ ხალხში, თურქეთსა და კავკასიაშია გავრცელებული.
დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი ლიტრი, წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი;
მეორე ვარიანტი: ზემოთ აღწერილი წესით კარაქის მოდღვების შემდეგ დარჩენილ სითხესაც აირანი ეწოდებოდა. აირანს გვარდაში ჩაასხამდნენ, დაამარილებდნენ და ზაფხულობით წყლის მაგივრად სვამდნენ. ზოგჯერ აირანში მჭადს ჩაფშვნიდნენ და კერძად მირთმევდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სახოკია, 1985:155;
- გრიშაშვილი, 1997;
- ნიჟარაძე, 1971:81;
- აბაშიძე, კომახიძე, 1998:151;
- ქართული მატერიალური კულტურის... 2011:26.