აუდიტორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | * [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:დარბაზები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:16, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
აუდიტორია – (ლათ. auditorium), საზოგადოებრივი შენობის დარბაზი, რომელშიც იკითხება ლექციები, მოხსენებები, ტარდება კრებები და სხვა ამგვარი ღონისძიებანი. აუდიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მსმენელებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ერთი მიმართულებით. როგორც წესი, აუდიტორიას აქვს ერთი ამაღლებული ნაწილი – სცენა, რომლის წინ დგას ტრიბუნა ან კათედრა. სცენის უკან მოწყობილია დაფა ჩანაწერებისათვის ან ეკრანი ვიდეოინფორმაციისათვის. არის საშუალება პლაკატების განსათავსებლადაც. აუდიტორიას აქვს დიდი ფანჯრები და მაღალეფექტური განათების სისტემა. აუდიტორიით (აუდიტორიებით) აღჭურვილია ყველა უმაღლესი სასწავლებელი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცენტრი. სკოლებში აუდიტორიას უწოდებენ სააქტო, თეატრებში და კინოთეატრებში – სამაყურებლო დარბაზს.