აუსჰვართა
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:უხუცესთა საბჭო]] | [[კატეგორია:უხუცესთა საბჭო]] | ||
[[კატეგორია:ხალხური სამართალი]] | [[კატეგორია:ხალხური სამართალი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თვითმმართველობა]] |
მიმდინარე ცვლილება 22:32, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
აუსჰვართა (აუსჰοართა) - აფხ. „ადგილი, სადაც ლაპარაკობენ საქმეზე“. სოფლის საკრებულოს ეწოდებოდა. აუსჰვართას ადგილი სოფლის ცენტრში იყო გამოყოფილი. საკრებულოს მმართველები თემსა თუ სოფელში ასაკით გამორჩეული უხუცესი მამაკაცები „აიჰაბაცვა“იყვნენ, რომლებიც მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტითა და უფლებებით სარგებლობდნენ. მათ დემოკრატიული პრინციპით ირჩევდნენ. ისინი სოფლისა თუ თემის უმაღლეს ორგანოსა და საკანონმდებლო-აღმასრულებელი ძალის მქონე იყვნენ. მათ ხმის უმრავლესობით არჩეული უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი ედგა სათავეში. აუსჰვართაზე მრავალფეროვანი საკითხები განიხილებოდა სათემო თუ სასოფლო, საოჯახო საკუთრების მოხმარების, კონფლიქტების, მორალური საქციელის დარღვევის და სხვ. მართალია, აუსჰვართას ფეოდალიც ესწრებოდა და საპატიო ადგილსაც იკავებდა, მაგრამ მისი მონაწილეობა ნომინალური იყო. გადამწყვეტი სიტყვა მაინც უხუცესთა საბჭოს ეკუთვნოდა, თუმცა, გამონაკლისი პრინციპული საკითხების შემთხვევებიც არსებობდა.