ადამიანისეული კაპიტალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადამიანისეული კაპიტალი''' – (human capita), ინტელექტუალური კაპიტალი,...)
 
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:კაპიტალი]]

მიმდინარე ცვლილება 14:29, 30 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ადამიანისეული კაპიტალი – (human capita), ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც გამოხატავს ადამიანის პროფესიულ დონეს, მის განათლებას, კვალიფიკაციას, ცოდნას და გამოცდილებას. რაც უფრო მაღალია მისი ხარისხი, მით უფრო მაღალია შრომის მწარმოებლურობა.

ადამიანისეულ კაპიტალს ქმნის ინვესტიციები ადამიანისეულ რესურსებში, რომლის მიზანია თვით ადამიანის, მისი ინტელექტუალური პოტენციალის, შემოქმედებითი უნარის განვითარების საფუძველზე წარმოების ეფექტიანობის ამაღლება. ასეთი ინვესტირების მიზანშეწონილობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მეტია შემოსავლები დანახარჯებზე და დაცულია თუ არა სტანდარტული საინვესტიციო კრიტერიუმები.

ზოგიერთი ეკონომისტის, მაგ., ჯ. კენდრიკის აზრით, ადამიანისეული კაპიტალის ღირებულება უნდა შევიდეს ერთობლივი აქტივების ღირებულებასა და საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში.


[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები