ეჯოურტი ფრენსის ისიდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ბრიტანელი ეკონომისტები]] | [[კატეგორია:ბრიტანელი ეკონომისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ირლანდიელი ეკონომისტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:39, 6 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
ეჯოურტი ფრენსის ისიდრო - (Edgeworth Fransis Ysidro), (1845-1926), ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1891-1922 წლებში, ამავე წლებში „ეკონომიკური ჟურნალის” გამომცემელი, მარჟინალისტი და ეკონომიკურ-მათემატიკური სკოლის წარმომადგენელი. ცნობილია აგრეთვე როგორც სტატისტიკური მეთოდების მკვლევარი. ეჯოურტის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „მათემატიკური ფსიქოლოგია” (1881), „ალბათობისა და სარგებლიანობის გაზომვის მეთოდი” (1888), „მონოპოლიების თეორია” (1897), „განაწილების თეორია” (1904), „სტატიები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ” (1925) და ა.შ. მისი გამოკვლევებიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ინდექსებისა და საბანკო საქმის მათემატიკური მოდელირებისადმი მიძღვნილმა პუბლიკაციებმა.