გუშნაკი
(ახალი გვერდი: '''გუშნაკი''' – (VI ს.), სპარსეთიდან მცხეთაში ჩამოსული და გაქრისტ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
| − | [[ | + | |
| − | [[ | + | [[კატეგორია:მოწამეები]] |
| + | [[კატეგორია:ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:22, 24 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
გუშნაკი – (VI ს.), სპარსეთიდან მცხეთაში ჩამოსული და გაქრისტიანებული სპარსი, რომელიც მოიხსენიება „ევსტათი მცხეთელისგუშნაკი მარტვილობაში“. გუშნაკი ევსტათისთან და კიდევ ექვს სხვა გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად დაატყვევეს და მცხეთის ციხისთავ უსტამთან წარადგინეს, რomelმაც ისინი თბილისს გაგზავნა ქართლის მარზპანის, არვან გუშნაპსის წინაშე. ისინი საპყრობილეში ჩაყარეს (გარდა ორისა, რომლებიც დაუბრუნდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობას) და ექვსი თვის განმავლობაში აწამებდნენ. ქართლის დიდებულთა თხოვნით, მარზპანმა ქართლიდან წასვლის წინ ხუთივე გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ ქართლში ახალი მარზპანი, ვეჟან ბუზმირი დაინიშნა, რომელმაც აწამა ევსტათი მცხეთელი. სავარაუდოდ, ამ დროისთვის გუშნაკი უკვე გარდაცვლილი იყო („რომელნიმე მათგანმა ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა ჟამად-ჟამად“), რადგან ევსტათი მცხეთელის მეორედ შეპყრობისას მასთან ერთად მოიხსენიება მხოლოდ სტეფანე – პირველად შეპყრობილ შვიდთაგან ერთი.
ე. გაბიძაშვილი