ბაბეზიოზი
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:34, 21 მარტი 2023 მდგომარეობით
ბაბეზიოზი - (babesiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება babesia + ბერძნ. osis დაავადება) – ცხოველთა ობლიგატურ-ტრანსმისიული დაავადება, გამოწვეული Babesia-ს გვარის უმარტივესებით. ძროხეულის ბაბეზიოზის აღმძვრელია Babesia bovis.მისი გადამტანია Ixodes-ის გვარის ტკიპი. დაავადება ვლინდება აპრილ-ივნისში, ნაკლებად – შემოდგომის თვეებში.
სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ლორწოვანი გარსების ანემია, სიყვითლე, ჰემოგლობინურია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და გულსისხლძარღვთა ფუნქციის მოშლა. ცხვრის ბაბეზიოზის აღმძვრელია B.ovis. გავრცელებულია კავკასიაში, შუა აზიის რესპუბლიკებში. მისი გადამტანია Rhipicephalus-ის გვარის ტკიპი. დაავადება ხშირად, სხვა ჰემოსპორიდიოზულ დაავადებებთან ერთად, უპირატესად შემოდგომაზე ვლინდება ისეთივე კლინიკური ნიშნებით, როგორიც დამახასიათებელია ძროხეულის ბაბეზიოზისთვის.