აგიტსატირის თეატრი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია:თეატრები | + | [[კატეგორია:თეატრები საქართველოში]] |
მიმდინარე ცვლილება 01:32, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
აგიტსატირის თეატრი – საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე საქართველოში დაარსებული პირველი თეატრი (ქართული და რუსული დასი). გაიხსნა 1921 წ. 14 აპრილს ჯერ რუსული დასის, ხოლო 4 მაისს ქართული დასის სპექტაკლით (განთავსებული იყო ახლანდელი პანტომიმის თეატრის შენობაში).
თეატრის რეპერტუარში შედიოდა რევოლუციური შინაარსის აგიტაციური და სატირული ნაწარმოებები. ქართულ დასს ხელმძღვანელობდა მ. ჭიაურელი. რეჟისორებად მოწვეულნი იყვნენ ვ. გუნია და ა. წუწუნავა. თეატრში მოღვაწეობდნენ მსახიობები: ტ. აბაშიძე, ი. ზარდალიშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. ჭავჭავაძე, ვ. გუნია (და სხვ.).
რუსული დასის რეჟისორები იყვნენ ვ. ბრიანსკი, ვ. ვოლსკი, სალიტერატურო ნაწილს უძღვებოდა ს. ბოგდატიევი, მუსიკალურ ნაწილს – დ. არაყიშვილი, სასცენო მხატვრობას – ნ. ანდრეევი. აგიტსატირის თეატრმა არსებობა შეწყვიტა 1921 წლის ზაფხულში.