დიურენმატი ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფრიდრიხ დიურენმატი '''ფრიდრიხ დიურენმატი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრიდრიხ დიურენმატი“ გადაიტანა გვერდზე „დიურენმატი ფრიდრიხ“ გ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 12:15, 30 მაისი 2023 მდგომარეობით

ფრიდრიხ დიურენმატი

ფრიდრიხ დიურენმატი – (გერმ. Friedrich Josef Dürrenmatt, 1921-1990), შვეიცარიელი მწერალი (გერმ. ენაზე), დრამატურგი და პუბლიცისტი.

დაიბადა ერნის კანტონის მაღალმთიან სოფლე კონოლფინგენში. 1941 წელს ციურიხის უნივერსიტეტში შეუდგა ფილოსოფიისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ბერნის უნივერსიტეტში. 1943 წლიდან უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ საქმიანობას დაუთმო. პირველი დრამატურგიული ნაწარმოები 1945–1946 წლებში დაწერა. დრამები: „წმინდა წერილში ნათქვამია“, „რომულუს დიდი“, „ბატონ მისისიპის ქორწინება“, „ანგელოზი ეშვება ბაბილონში“, „მოხუცი ქალის ვიზიტი“, „ფრანკ მეხუთე...“ „ფიზიკოსები“, „ჰერკულესი და ავგიას თავლები“, „მეტეორი“, „ხელმეორედ მონათლულები“, „მეფე იოჰანი“, „ვთამაშობთ სტრინდბერგს“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „პლანეტის პორტრეტი“, „თანამონაწილე“, „ვადა“. რადიოპიესები. მოთხრობა „ავარია“ (მისი ინსცენირება დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში). თეატროლოგიური გამოკვლევები.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები