ფანასკერტელი ზაზა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ფანასკერტელი ზაზა''' - [[ტაოს ერისთავი]] და [[მეჭურჭლეთუხუცესი]] XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, ე. თაყაიშვილმა მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ- | + | '''ფანასკერტელი ზაზა''' - [[ტაოს ერისთავი]] და [[მეჭურჭლეთუხუცესი]] XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილმა]] მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლუთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისადმი. საბუთი დათარღებლია XV ს-ის პირველი ნახევრით. იგი ამტკიცებს, რომ ტაოს ერისთავები XV ს-შიც უმკლავდებოდნენ [[ათაბაგი|ათაბაგთა]] სახლის შემოტევას. ამ [[ბრძოლა]]ში ფანასკერტელ ერისთვებს ზურგს უმაგრებდა [[საქართველო|საქართველოს]] სამეფო სახლი - ალექსანდრე I-ის ძე მეფე ვახტანგ IV ცოლად ირთავს თაყა ფანასკერტელის დას, სითიხათუნს, ხოლო მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი თაყა ფანასკერტელის მეუღლე ყოფილა. |
ტაოს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტაოს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე [[ბაგრატ III]]-ს (1510-1565), როდესაც მან [[სამცხე]]-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტაოს ერისთავად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (''თ. ჯოჯუა''). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები. | ტაოს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტაოს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე [[ბაგრატ III]]-ს (1510-1565), როდესაც მან [[სამცხე]]-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტაოს ერისთავად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (''თ. ჯოჯუა''). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ტაოს ერისთავები]] | [[კატეგორია:ტაოს ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:ფანასკერტელები]] | [[კატეგორია:ფანასკერტელები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერისთავთ-ერისთავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 19:26, 20 ივნისი 2024 მდგომარეობით
ფანასკერტელი ზაზა - ტაოს ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, ე. თაყაიშვილმა მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლუთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისადმი. საბუთი დათარღებლია XV ს-ის პირველი ნახევრით. იგი ამტკიცებს, რომ ტაოს ერისთავები XV ს-შიც უმკლავდებოდნენ ათაბაგთა სახლის შემოტევას. ამ ბრძოლაში ფანასკერტელ ერისთვებს ზურგს უმაგრებდა საქართველოს სამეფო სახლი - ალექსანდრე I-ის ძე მეფე ვახტანგ IV ცოლად ირთავს თაყა ფანასკერტელის დას, სითიხათუნს, ხოლო მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი თაყა ფანასკერტელის მეუღლე ყოფილა.
ტაოს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტაოს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565), როდესაც მან სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტაოს ერისთავად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (თ. ჯოჯუა). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ჟორდანია 1897: 270; თაყაიშვილი 1938: 62;
- ქისკ 2013: 108, 240;
- ბახტაძე 2003: 280;
- ბერძენიშვილი 2005: 14-15;
- ჯოჯუა 2015: 371-375.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში