დაფქვიაშვილი თამარ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:DafqviaSvili Tamar.jpg|მარჯვნივ| | + | [[ფაილი:DafqviaSvili Tamar.jpg|მარჯვნივ|150პქ|]] |
'''დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული''' - (21. XII. 1908, [[თბილისი]], – 5. II. 1992, იქვე), პიანისტი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). | '''დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული''' - (21. XII. 1908, [[თბილისი]], – 5. II. 1992, იქვე), პიანისტი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). | ||
მიმდინარე ცვლილება 15:49, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით
დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული - (21. XII. 1908, თბილისი, – 5. II. 1992, იქვე), პიანისტი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).
1929 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება (ხელმძღვანელი პროფესორი ა. თულაშვილი). 1932-35 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ლ. ნიკოლაევისა (ფორტეპიანო) და ე. ბრიკ-ირადოვას (კამერული ანსამბლი) კლასებში. 1929-იდან მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (პროფ. 1966), მისი მოწაფეებია: ვ. ჩაჩავა, ნ. კვირკველია, და სხვ.
დაფქვიაშვილი ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი (ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის), იგი ავტორია „უცხოურ-ქართული „მუსიკალური ტერმინოლოგიისა“ (1948), „მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონისა“ (1955), მეთოდიკური და მემუარული ხასიათის ნაშრომებისა.