პერიოდული ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პერიოდული ფუნქცია''' – ეწოდება ნამდვილი ცვლადის (არგუმენტი...)
 
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 +
[[კატეგორია:ფუნქციები]]
 +
[[კატეგორია:მათემატიკური ფუნქციები]]

მიმდინარე ცვლილება 01:32, 13 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

პერიოდული ფუნქცია – ეწოდება ნამდვილი ცვლადის (არგუმენტის) ფუნქციას f(x), რომლისთვისაც არსებობს ისეთი რიცხვი τ, რომ ნებისმიერი x -თვის f(x)-ის განსაზღვრის არიდან x+ τ და x- τ რიცხვები აგრეთვე ეკუთვნიან იმავე არეს და ნებისმიერი x-თვის მართებულია ტოლობები: f(x) = f(x+ τ) და f(x) = f(x- τ).

მაგალითად, sinx და cosx წარმოადგენენ პერიოდულ ფუნქციებს პერიოდით 2π: sinx = sin(x+ 2π) = sin(x+2πn), (nϵN).

ყოველ პერიოდულ ფუნქციას აქვს უსასრულოდ ბევრი პერიოდი; მათ შორის უმცირესს, თუ იგი არსებობს, ეწოდება ფუნქციის პერიოდი.

ერთი და იმავე პერიოდის მქონე პერიოდულ ფუნქციათა ჯამი, ნამრავლი და ფარდობა არის პერიოდული ფუნქცია, რომელსაც ისეთივე პერიოდი აქვს. პერიოდული ფუნქციის წარმოებული არის იმავე პერიოდის მქონე პერიოდული ფუნქცია.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები