ექსპოზიცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ექსპოზიცია''' - (ლათ. expositio ჩვენება) მუსიკაში, – სონატური ფორმის ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ექსპოზიცია''' - (ლათ. expositio ჩვენება) მუსიკაში, სონატური ფორმის ან ფუგის პირველი მონაკვეთი, რომელიც გადმოგვცემს ძირითად თემებს (მარტივ ფუგაში ერთ თემას, რომელიც თანამიმდევრობით გადაიცემა ყველა ხმაში).
+
'''ექსპოზიცია''' - (ლათ. expositio ჩვენება) – „სონატური ფორმის“  ან „ფუგის“ პირველი მონაკვეთი, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადი თემები (მარტივ ფუგაში –  ერთი თემა, რომელიც თანმიმდევრულად ტარდება ყველა ხმაში). სონატური ალეგროს (სონატური ფორმის) ექსპოზიცია რამდენიმე ნაწილისაგან (პარტიისაგან) შედგება. „მთავარი პარტია“ გადმოგვცემს უმეტესად ნებისყოფიანი ან დრამატული ხასიათის თემას (იშვიათად რამდენიმე თემას). „შემაკავშირებელი პარტია“ [[მოდულაცია|მოდულაციის]] მეშვეობით გადადის ახალ ტონალობაში და ხშირად ამზადებს ახალ თემატურ მასალას. „დამხმარე პარტია“ შეიცავს ახალ თემას (ზოგჯერ რამდენიმე თემას); უმეტესად ლირიკული ხასიათისა, იგი კონტრასტს ქმნის მთავარ პარტიასთან და ჟღერს შემაკავშირებელი პარტიის მიერ მომზადებულ ტონალობაში (მაჟორში – როგორც წესი დომინანტურ, მინორში – პარალელური მაჟორის ტონალობაში). „დასკვნითი პარტია“ განამტკიცებს დამხმარე პარტიის ტონალობას, ხშირად სინთეზურად აერთიანებს მთავარი და დამხმარე პარტიების მასალას ან შეიცავს დასკვნითი ხასიათის ახალ თემატურ მასალას. შემაკავშირებელი და დასკვნითი პარტიები ზოგჯერ შესაძლოა არ იყოს.
  
  
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
+
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 15:38, 4 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ექსპოზიცია - (ლათ. expositio ჩვენება) – „სონატური ფორმის“ ან „ფუგის“ პირველი მონაკვეთი, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადი თემები (მარტივ ფუგაში – ერთი თემა, რომელიც თანმიმდევრულად ტარდება ყველა ხმაში). სონატური ალეგროს (სონატური ფორმის) ექსპოზიცია რამდენიმე ნაწილისაგან (პარტიისაგან) შედგება. „მთავარი პარტია“ გადმოგვცემს უმეტესად ნებისყოფიანი ან დრამატული ხასიათის თემას (იშვიათად რამდენიმე თემას). „შემაკავშირებელი პარტია“ მოდულაციის მეშვეობით გადადის ახალ ტონალობაში და ხშირად ამზადებს ახალ თემატურ მასალას. „დამხმარე პარტია“ შეიცავს ახალ თემას (ზოგჯერ რამდენიმე თემას); უმეტესად ლირიკული ხასიათისა, იგი კონტრასტს ქმნის მთავარ პარტიასთან და ჟღერს შემაკავშირებელი პარტიის მიერ მომზადებულ ტონალობაში (მაჟორში – როგორც წესი დომინანტურ, მინორში – პარალელური მაჟორის ტონალობაში). „დასკვნითი პარტია“ განამტკიცებს დამხმარე პარტიის ტონალობას, ხშირად სინთეზურად აერთიანებს მთავარი და დამხმარე პარტიების მასალას ან შეიცავს დასკვნითი ხასიათის ახალ თემატურ მასალას. შემაკავშირებელი და დასკვნითი პარტიები ზოგჯერ შესაძლოა არ იყოს.




[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები