ოიდიპოსი (ვოლტერის ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„ოიდიპოსი“''' – ვოლტერის პირველი ტრაგედია „ოიდიპოსი“ (1718) ...)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
  
ვოლტერი განმანათლებლური კლასიცისტის პოზიციიდან აფასებდა [[ანტიკური დრამატურგია|ანტიკურ დრამატურგია]]ს და აღნიშნავდა მის არაბუნებრიობას, პრიმიტივიზმს. მოგვიანებით მან შეცვალა თავისი დამოკიდებულება და პიესა „ორესტეს“ წინასიტყვაობაში მიუთითა, რომ ანტიკური პოეტებისგან ცხოვრებისეული სიმართლის „უძვირფასესი სისადავით“ გამოსახვა უნდა ესწავლათ.  
 
 +
 +
''ნინო ქირია''
  
მიმდინარე ცვლილება 15:09, 12 ივლისი 2023 მდგომარეობით

„ოიდიპოსი“ვოლტერის პირველი ტრაგედია „ოიდიპოსი“ (1718) წარმატებით დაიდგა ფრანგული კომედიის თეატრში. სწორედ ამ სპექტაკლის აფიშაზე გაჩნდა პირველად მისი ფსევდონიმი – ვოლტერი.

განმანათლებლური იდეოლოგიისა და რაციონალიზმის ეპოქის წარმომადგენელმა განსხვავებულად და თავისებურად წარმოადგინა მითის ინტერპრეტაცია. სოფოკლესეულ ბედისწერის თემას დაუპირისპირა ადამიანის გონება, ღირსება და რწმენა. ვოლტერის პიესაში გაიძვერა, მატყუარა ქურუმები თავისი ინტერესებისთვის იყენებენ გაუნათლებელ ადამიანებს და მათ ცრურწმენას. ტრაგედიაში ბევრი ანტიკლერიკალური გამონათქვამია. აქ მთავარია გმირის მორალური, ადამიანური ღირსება და სახელმწიფოებრივი მართვის სიბრძნე. „ხალხისთვის სიკვდილი არის მეფის ვალდებულება“ – პიესის ამ ციტატაში ჩანს დრამატურგის შეხედულება იდეალურ მონარქზე.

ვოლტერი განმანათლებლური კლასიცისტის პოზიციიდან აფასებდა ანტიკურ დრამატურგიას და აღნიშნავდა მის არაბუნებრიობას, პრიმიტივიზმს. მოგვიანებით მან შეცვალა თავისი დამოკიდებულება და პიესა „ორესტეს“ წინასიტყვაობაში მიუთითა, რომ ანტიკური პოეტებისგან ცხოვრებისეული სიმართლის „უძვირფასესი სისადავით“ გამოსახვა უნდა ესწავლათ.

ნინო ქირია

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები