დრეზენი ანდრეას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ანდრეას დრეზენი '''ანდრეას დრეზენი''' – (დაიბ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრეას დრეზენი“ გადაიტანა გვერდზე „დრეზენი ანდრეას“ გადამის...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:27, 12 აგვისტო 2023 მდგომარეობით
ანდრეას დრეზენი – (დაიბადა 1963 წელს ქ. ჰერაში, გდრ) – გერმანელი კინორეჟისორი, მრავალრიცხოვანი მსოფლიო კინოფესტივალების პრიზიორი. 1986-1991 წლებში ის კინორეჟისურას სწავლობდა პოტსდამის კონრად ვოლფის სახელობის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში.
დრეზენის რეჟისორული მანერა მის ფილმებს დოკუმენტურ კინოსთან აახლოებს, ის ხშირად იყენებს არაპროფესიონალ მსახიობებს და ეყრდნობა იმპროვიზაციას.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია:
- 1992 – „მშვიდი ქვეყანა“
- 1997 – „განერიდე შენს კანს“
- 1999 – „ღამის აჩრდილები“
- 2000 – „ქალი პოლიციელი“
- 2002 – „გრილ-ბარი „შუაგზაზე“
- 2005 – „ვილენბროკი“
- 2005 – „ზაფხული აივანზე“
- 2008 – „მეცხრე ცაზე“
- 2009 – „ვისკი არყით“
- 2011 – „გაჩერება გადასარბენზე“
[რედაქტირება] ჯილდოები:
- 1999 – „ღამის აჩრდილები“ (ვერცხლის დათვი მიხაელ გვიზდეკს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
- „ბერლინალეზე“)
- 2002 – „გრილ-ბარი „შუაგზაზე“ (ჟიურის დიდი პრიზი „ბერლინალეზე“; გერმანული ართ-ჰაუსის გილდიის პრიზი)
- 2008 – „მეცხრე ცაზე“ (კანის კინოფესტივალის პროგრამა „განსაკუთრებულ ხედვაში“ გამარჯვებული; საუკეთესო რეჟისორი (ნომინაცია), ევროპული კინოაკადემიის პრიზი)
- 2009 „ვისკი არყით“ (პრიზი საუკეთესო რეჟისორს კარლოვი-ვარის სკფ.)
- 2011 – „გაჩერება გადასარბენზე“ (კანის კინოფესტივალზე პროგრამა „განსაკუთრებულ ხედვაში“ გამარჯვებული)