დატირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დატირება''' – ქართული ზეპირსიტყვიერების სახეობა, მიცვალებულის სიტყვიერი [[გლოვა]], სამგლოვიარო ცერემონიალის აუცილებელი ელემენტი; გადმოსცემს გარდაცვლილის ცხოვრების და მოღვაწეობის გარკვეულ ეპიზოდებს, მისი ახლობლების მწუხარებას.
+
'''დატირება''' – ქართული ზეპირსიტყვიერების სახეობა, მიცვალებულის სიტყვიერი [[გლოვა]], სამგლოვიარო ცერემონიალის აუცილებელი ელემენტი.  
  
დატირებასთან დაკავშირებულია: მოთქმა, ხმით ტირილი, ძახილით ტირილი, მოხსენება. მოთქმა გარდაცვლილის თვისებების ჩამოთვლაა. ხმით ტირილი და ძახილით ტირილი ხმამაღლა გოდებით ტირილს აღნიშნავს. მოხსენება დატირების ტექსტში მიცვალებულის დადებით თვისებათა ჩამოთვლას ნიშნავს.  
 
დატირება შეიძლება იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური. ინდივიდუალურია თუ დამტირებელს, მომთქმელს [[გუნდი]] არ აყვება. გუნდურია დატირება თუ მას ახლავს [[ზარი (სიმღერა)|ზარი]], [[გვრინი]], ბანი თუ [[ზრუნი]]. ამ დროს მომთქმელს გუნდი გაბმით ბანს, ე. ი. საბას სიტყვით, „საგლოელ ხმა“ აყოლებს.
 
დატირების შემსრულებელს ძველ წერილობით ძეგლებში „გლოვის მგოსანი“ ეწოდება. შინაარსით მრავალგვარია. იგი ძირითადად ჭირისუფალთა და მახლობელთა ღრმა მწუხარების გამომხატველია. ვაჟკაცის დატირება საგმირო ხასიათისაა. ქალის დატირებაში ხაზგასმულია გამრჯეობა და პატიოსნება. დატირების შინაარსი განსაზღვრავს პოეზიის ამ ჟანრის დიდ საზოგადოებრივ ფუნქციას, რაზედაც [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთელი]] ამახვილებდა ყურადღებას.(დროება 1875, № 85). [[ყაზბეგი ალექსანდრე|ალ. ყაზბეგი]]ს „ელგუჯამი“ აღწერილი დატირება ახლაც დასტურდება ხევში (ქართ. ხალხ. სიტყვ. ქრესტომათია, I გვ. 80).  
+
დატირების შემსრულებელს ძველ წერილობით ძეგლებში „გლოვის მგოსანი“ ეწოდება. შინაარსით მრავალგვარია. იგი ძირითადად ჭირისუფალთა და მახლობელთა ღრმა მწუხარების გამომხატველია. ვაჟკაცის დატირება საგმირო ხასიათისაა. ქალის დატირებაში ხაზგასმულია გამრჯეობა და პატიოსნება. დატირების შინაარსი განსაზღვრავს პოეზიის ამ ჟანრის დიდ საზოგადოებრივ ფუნქციას, რაზედაც [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთელი]] ამახვილებდა ყურადღებას.([[დროება (გაზეთი)|დროება]] 1875, № 85). [[ყაზბეგი ალექსანდრე|ალ. ყაზბეგი]]ს „ელგუჯამი“ აღწერილი დატირება ახლაც დასტურდება ხევში (ქართ. ხალხ. სიტყვ. ქრესტომათია, I გვ. 80).  
  
დატირებასთან გენეტიკურ კავშირშია პოეტური ფოლკლორის ჟანრები (საგმირო, სატრფიალო ლექსები, ქებანი და სხვ). დატირების ტექსტები ხშირ შემთხვევაში პატრიოტული ხასიათისა. დატირებამ გავლენა მოახდინა ლიტერატურაზე. [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძის]] მოსაზრებით ლიტერატურულ „გოდების, ჟანრს წინ უსწრებდა და თან ახლდა ხალხური „მოთქმა“ (ეტიუდები, I, 1956) დატირების გავლენა იგრძნობა თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც ([[ლეონიძე გიორგი|გ. ლეონიძის]] „არ დაიდარდო დედაო“). დატირებას ასრულებდნენ ქალებიც და მამაკაცებიც. იყვნენ პროფესიული შემსრულებლები. დატირებას თავისი პოეტიკა აქვს. დატირება იმპროვიზაციულია, თუმცა მასში ხშირად გამოყენებულია ტრადიციული ლექსები ან ფრაგმენტები. დატირებას მიუხედავად სევდიანი შინაარსისა დიდი შთამაგონებელი ძალა აქვს. დატირების ეს წესი კვლავ განაგრძობს არსებობას და ვითარდება ფოლკლორსა და ლიტერატურაში.  
 
''ქს. სიხარულიძე''
 +
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* აკაკი, [[მოთქმით ტირილი]], „დროება“, 1875, №85;
 +
* ი. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
 +
* ქს. სიხარულიძე, სამგლოვიარო ლექსები, „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, 1960.
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 +
[[კატეგორია:ფოლკლორი]]
 +
[[კატეგორია:რიტუალები გარდაცვლილთათვის‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 00:53, 24 იანვარი 2024 მდგომარეობით

დატირება – ქართული ზეპირსიტყვიერების სახეობა, მიცვალებულის სიტყვიერი გლოვა, სამგლოვიარო ცერემონიალის აუცილებელი ელემენტი.

დატირებასთან დაკავშირებულია: მოთქმა, ხმით ტირილი, ძახილით ტირილი, მოხსენება. მოთქმა გარდაცვლილის თვისებების ჩამოთვლაა. ხმით ტირილი და ძახილით ტირილი ხმამაღლა გოდებით ტირილს აღნიშნავს. მოხსენება დატირების ტექსტში მიცვალებულის დადებით თვისებათა ჩამოთვლას ნიშნავს. დატირება შეიძლება იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური. ინდივიდუალურია თუ დამტირებელს, მომთქმელს გუნდი არ აყვება. გუნდურია დატირება თუ მას ახლავს ზარი, გვრინი, ბანი თუ ზრუნი. ამ დროს მომთქმელს გუნდი გაბმით ბანს, ე. ი. საბას სიტყვით, „საგლოელ ხმა“ აყოლებს.

დატირების შემსრულებელს ძველ წერილობით ძეგლებში „გლოვის მგოსანი“ ეწოდება. შინაარსით მრავალგვარია. იგი ძირითადად ჭირისუფალთა და მახლობელთა ღრმა მწუხარების გამომხატველია. ვაჟკაცის დატირება საგმირო ხასიათისაა. ქალის დატირებაში ხაზგასმულია გამრჯეობა და პატიოსნება. დატირების შინაარსი განსაზღვრავს პოეზიის ამ ჟანრის დიდ საზოგადოებრივ ფუნქციას, რაზედაც ა. წერეთელი ამახვილებდა ყურადღებას.(დროება 1875, № 85). ალ. ყაზბეგის „ელგუჯამი“ აღწერილი დატირება ახლაც დასტურდება ხევში (ქართ. ხალხ. სიტყვ. ქრესტომათია, I გვ. 80).

დატირებასთან გენეტიკურ კავშირშია პოეტური ფოლკლორის ჟანრები (საგმირო, სატრფიალო ლექსები, ქებანი და სხვ). დატირების ტექსტები ხშირ შემთხვევაში პატრიოტული ხასიათისა. დატირებამ გავლენა მოახდინა ლიტერატურაზე. კ. კეკელიძის მოსაზრებით ლიტერატურულ „გოდების, ჟანრს წინ უსწრებდა და თან ახლდა ხალხური „მოთქმა“ (ეტიუდები, I, 1956) დატირების გავლენა იგრძნობა თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც (გ. ლეონიძის „არ დაიდარდო დედაო“). დატირებას ასრულებდნენ ქალებიც და მამაკაცებიც. იყვნენ პროფესიული შემსრულებლები. დატირებას თავისი პოეტიკა აქვს. დატირება იმპროვიზაციულია, თუმცა მასში ხშირად გამოყენებულია ტრადიციული ლექსები ან ფრაგმენტები. დატირებას მიუხედავად სევდიანი შინაარსისა დიდი შთამაგონებელი ძალა აქვს. დატირების ეს წესი კვლავ განაგრძობს არსებობას და ვითარდება ფოლკლორსა და ლიტერატურაში.

ქს. სიხარულიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • აკაკი, მოთქმით ტირილი, „დროება“, 1875, №85;
  • ი. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • ქს. სიხარულიძე, სამგლოვიარო ლექსები, „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, 1960.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები