ქალქვა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ქალქვა''' – მეგალითური კულტურის ძეგლები რომლებთანაც [[ლეგენდა]]-გადმოცემები და გარკვეული [[კულტი]] არის დაკავშირებული. ასეთია, მაგ., ქალქვა ყვარლის ახლოს და „მამიდაის ქვა“ მანგლისის მთაზე. მათ ქალის ფორმა აქვთ და ამინდის მართვის მაგიური ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. გადმოცემით ისინი გაქვავებულ ქალებს წარმოადგენენ. რელიგიური ხასიათის ლეგენდა უძევს საფუძვლად „ქალქვას“ სოფელ გურჯაანში. აქაც ქალის გაქვავების ამბავია გადმოცემული: | '''ქალქვა''' – მეგალითური კულტურის ძეგლები რომლებთანაც [[ლეგენდა]]-გადმოცემები და გარკვეული [[კულტი]] არის დაკავშირებული. ასეთია, მაგ., ქალქვა ყვარლის ახლოს და „მამიდაის ქვა“ მანგლისის მთაზე. მათ ქალის ფორმა აქვთ და ამინდის მართვის მაგიური ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. გადმოცემით ისინი გაქვავებულ ქალებს წარმოადგენენ. რელიგიური ხასიათის ლეგენდა უძევს საფუძვლად „ქალქვას“ სოფელ გურჯაანში. აქაც ქალის გაქვავების ამბავია გადმოცემული: | ||
| − | :::::... | + | :::::...მობრუნდა, იქვე გაქვავდა, |
:::::ჯერაც მოდის დანაშრეტი. | :::::ჯერაც მოდის დანაშრეტი. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:26, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
ქალქვა – მეგალითური კულტურის ძეგლები რომლებთანაც ლეგენდა-გადმოცემები და გარკვეული კულტი არის დაკავშირებული. ასეთია, მაგ., ქალქვა ყვარლის ახლოს და „მამიდაის ქვა“ მანგლისის მთაზე. მათ ქალის ფორმა აქვთ და ამინდის მართვის მაგიური ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. გადმოცემით ისინი გაქვავებულ ქალებს წარმოადგენენ. რელიგიური ხასიათის ლეგენდა უძევს საფუძვლად „ქალქვას“ სოფელ გურჯაანში. აქაც ქალის გაქვავების ამბავია გადმოცემული:
- ...მობრუნდა, იქვე გაქვავდა,
- ჯერაც მოდის დანაშრეტი.
შაბაშ-ყეინი შემოესია საქართველოს. კახეთი ააოხრა. მოადგა ყვარელსა და სოფელ საბუეს. გოგილაანთ გვარის ქალი გაექცა მტერს. ერთი ბალღი თან მოჰყავდა ხელმოკიდებული. მხარზე კი აკვანი ედგა მეორე ბალღით. მოიხედა და ხედავს, ეს-ეს არის დაეწევიან ურჯულოები. ქალმა ინატრა: ნეტა გამაქვავა მაინც ჩემი შვილებიანად, ოღონდ მტრის ხელში არ ჩამაგდოო. და მართლაც, იქცა ეს ქალი ქვად.
სოფელ საბუის ბოლოს ამიტომ ქალქვის მინდორს ეძახიან. გდია იქ, წყლის პირას, ეს ჭროღა ქვა და ორი პატარა ქვაც გვერდით უწყვია, ვერაფრით ვერ დაძრავ ადგილიდან.