შაირობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
:::::შაირობა ღა ლექსობა | :::::შაირობა ღა ლექსობა | ||
:::::სულ ჩემი მოგონილია. | :::::სულ ჩემი მოგონილია. | ||
| + | |||
| + | |||
''ჯ. ბარდაველიძე'' | ''ჯ. ბარდაველიძე'' | ||
მიმდინარე ცვლილება 14:34, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
შაირობა – ძველად აღნიშნავდა, საზოგადოდ, ლექსის თქმას: შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი (რუსთ.). ხალხურ სიტყვიერებაში ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე შაირსიტყვაობა: შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა. შაირობის ცნება შემდეგში დავიწროვდა და, უმთავრესად, შაირების შესრულების აღმნიშვნელი ტერმინი გახდა:
- შაირობა ღა ლექსობა
- სულ ჩემი მოგონილია.
ჯ. ბარდაველიძე