ხოშურაული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხოშურაული“ გადაიტანა გვერდზე „საღირისძე ნადირა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საღირისძე ნადირა“ გადაიტანა გვერდზე „ხოშურაული“ გადამისამარ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:56, 5 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ხოშურაული (ნადირა საღირისძე) – სახალხო გმირი. 1659 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ხევსურთა ჯარის წინამძღოლი. გადმოცემის მიხედვით, ხოშურაული აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად შეუპყრიათ და შაჰისათვის გაუგზავნიათ სპარსეთში, სადაც წამებით მოუკლავთ. ხოშურაულზე შემონახულია საგმირო გადმოცემები და სიმღერები, რომლის მიხედვით ვაჟა-ფშაველამ ხოშურაული (ხოშარეული) დასახა „ბახტრიონის“ ერთი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპად.
დ. გოგოჭური
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქს. სიხარულიძე, ქართ. ხალხ. საგმირო-საისტორიო სიტყვიერებით. 1949, გვ. 148;
- დ. გოგოჭური, ბახტრიონის ერთი გმირის ვინაობა „მნათობი“, 1970, № 2.