გონაშვილი არჩილ
(ახალი გვერდი: '''არჩილ გონაშვილი''' – (1927-2001), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არჩილ გონაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გონაშვილი არჩილ“ გადამის...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 15:56, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
არჩილ გონაშვილი – (1927-2001), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ არბოშიკში (დედოფლისწყაროს რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1949), ასპირანტურა (1952).
ა. გონაშვილს გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე წიგნი. ამ ნაშრომებში შესწავლილია ცნობიერების, სოციალური ფილოსოფიის, ფილოსოფიური მეთოდოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები. მისი აზრით, მეთოდოლოგია, სხვა დარგების ანალოგიურად, არის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი დარგი. მეთოდი არის ადამიანის არსის რეალიზაციის გზებისა და საშუალებების ერთიანობა.
ა. გონაშვილი იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგნის პრობლემას, ქიმიის ფილოსოფიურ პრობლემებს, ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების თეორიულსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას.
[რედაქტირება] თხზულებები
- „ქიმიის ფილოსოფიური საკითხები“ (თბილისი, 1975);
- „დიალექტიკური მატერიალიზმი - მეცნიერებათა ზოგადი მეთოდოლოგია" (თბილისი, 1979);
- „დიალექტიკური მეთოდის შემოქმედებითი გამოყენება“ (თბილისი, 1984);
- „დარგის ფილოსოფია და მისი პრობლემები“ (თბილისი, 1999).