ორბელიანი ზაალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი ზაალ“ გადაიტანა გვერდზე „ზაალ-ზოსიმე“) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ორბელიანი ზაალ''' (ზაალ-ზოსიმე) | + | '''ორბელიანი ზაალ,''' (ზაალ-ზოსიმე) – (XVII-XVIII სს.) [[მწიგნობარი]], ლექსიკოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე, [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანის]] ძმა. აღიზარდა დიდი კულტურულ ლიტერატურული ტრადიციების მქონე [[ვახტანგ ორბელიანი|ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანი]]ს ოჯახში. 1699 წ. [[ბერი|ბერად]] აღიკვეცა. ამ ნაბიჯს ქართლის კანონიერი მეფის [[გიორგი მეთერთმეტე|გიორგი მეთერთმეტის]] დამარცხებასა და პოლიტიკური იდეალების გაცრუებას უკავშირებენ. 1724 წ. მოსკოვს გაჰყვა [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსეს]]. დასახლდა ვსესვიატსკოეში, იქვე გარდაიცვალა. ზაალ-ზოსიმე ორბელიანმა განსაკუთრებული ამაგი დასდო სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ დამუშავება-სრულყოფას, ლექსიკონი მას ხუთჯერ გადაუნუსხავს და გადაწერისას შესწორებები და შენიშვნები შეუტანია. ზ. ორბელიანს სხვა ხელნაწერებზეც უმუშავნია. მას ეკუთვნის სულხან-საბას თხზულების „სწავლა-მოძღვრებათა“ ნუსხა. |
მიმდინარე ცვლილება 01:07, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ორბელიანი ზაალ, (ზაალ-ზოსიმე) – (XVII-XVIII სს.) მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანის ძმა. აღიზარდა დიდი კულტურულ ლიტერატურული ტრადიციების მქონე ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის ოჯახში. 1699 წ. ბერად აღიკვეცა. ამ ნაბიჯს ქართლის კანონიერი მეფის გიორგი მეთერთმეტის დამარცხებასა და პოლიტიკური იდეალების გაცრუებას უკავშირებენ. 1724 წ. მოსკოვს გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს. დასახლდა ვსესვიატსკოეში, იქვე გარდაიცვალა. ზაალ-ზოსიმე ორბელიანმა განსაკუთრებული ამაგი დასდო სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ დამუშავება-სრულყოფას, ლექსიკონი მას ხუთჯერ გადაუნუსხავს და გადაწერისას შესწორებები და შენიშვნები შეუტანია. ზ. ორბელიანს სხვა ხელნაწერებზეც უმუშავნია. მას ეკუთვნის სულხან-საბას თხზულების „სწავლა-მოძღვრებათა“ ნუსხა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ლ. ქუთათელაძე, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები, 1957.