ქორიძე ხარიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხარიტონ ქორიძე''' – (1906-1999), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხარიტონ ქორიძე“ გადაიტანა გვერდზე „ქორიძე ხარიტონ“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:46, 30 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ხარიტონ ქორიძე – (1906-1999), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი (1962), დაიბადა სოფელ საჭამიასერში (ჩოხატაურის რაიონი); საშუალო განათლება მიიღო ჭიათურის გიმნაზიაში, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1926-1930 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 1930-1933 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის სპეციალობით.

ასპირანტურის წლებიდან, შემდეგ კი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში - ასწავლიდა ფილოსოფიას თბილისის ინდუსტრიალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1952-1962 წლებში მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მარქსისმ-ლენინიხმის კათედრის გამგის თანამდებობაზე. 1962 წლიდან ხ. ქორიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის დოცენტი იყო. ხ. ქორიძის კვლევითი მუშაობის მთავარ ინტერესს შეადგენდა შემეცნების თეორიის პრობლემები, ბუნებისმეცნიერებისა და მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ფილოსოფიური საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის - რამდენიმე მონოგრაფია და ბროშურა.


[რედაქტირება] თხზულებები

  • „მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია - საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეთოდოლოგია“ (თბილისი, 1976);
  • „ე.ი. ლენინი და მარქსისტული გნოსეოლოგიის ზოგიერთი საკითხი“ (თბილისი, 1984);
  • „ასახვის ლენინური თეორიის შესახებ“ (თბილისი, 1995).

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები