წალიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წყლის ინა“ გადაიტანა გვერდზე „წალიკა“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
მეგრულად – '''სარდაკია, სანდაკია, სანდრაკია'''.
 
მეგრულად – '''სარდაკია, სანდაკია, სანდრაკია'''.
  
ერთწლოვანი, 15-60 სმ სიმაღლის მცენარეა. ფოთლები ლანცეტაა, ძირისა და ბოლოსკენ შევიწროებული, ქვედა მათგანი ყუნწიანია, ზედა მჯდომარე, ზედა მხარეს უფრო ხშირად ლაქიანი; ნედლ ფოთოლს წიწაკის გემო აქვს. [[ყვავილი|ყვავილები]] პატარა ზომისაა, ორსქესიანი, ფოთლების იღლიებში წვრილ, მეჩხერ მტევნებად შეკრებილი, ყვავილსაფარი წითელია, იშვიათად მწვანე. [[ნაყოფი]] სამწახნაგოვანია, შავი ან მუქი ყავისფერი, წერტილოვანი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.
+
ერთწლოვანი, 15-60 სმ სიმაღლის მცენარეა. [[ფოთოლი|ფოთლები]] ლანცეტაა, ძირისა და ბოლოსკენ შევიწროებული, ქვედა მათგანი ყუნწიანია, ზედა მჯდომარე, ზედა მხარეს უფრო ხშირად ლაქიანი; ნედლ ფოთოლს [[წიწაკა|წიწაკის]] გემო აქვს. [[ყვავილი|ყვავილები]] პატარა ზომისაა, ორსქესიანი, ფოთლების იღლიებში წვრილ, მეჩხერ მტევნებად შეკრებილი, ყვავილსაფარი წითელია, იშვიათად მწვანე. [[ნაყოფი]] სამწახნაგოვანია, შავი ან მუქი ყავისფერი, წერტილოვანი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.
  
 
იზრდება მთის შუა სარტყლამდე, მდინარეების, ტბების, რუების, არხების ნაპირებზე, ტენიან ადგილებსა და ნათესებში.
 
იზრდება მთის შუა სარტყლამდე, მდინარეების, ტბების, რუების, არხების ნაპირებზე, ტენიან ადგილებსა და ნათესებში.
  
სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი, შეგროვილი ყვავილობის დასაწყისში. შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდ პოლიგოპიპერინს, რუტინს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ერგოსტერინს, ტოკოფეროლს, ნაფტოხინონს, ფიტოსტერინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (ძმრის, ჭიანჭველას, ვალერიანის, ვაშლის), აცეტილქოლინს, რკინას, შაქრებს, ფლავონურ წარმოებულებს – რამნოზინს, რუტინს, იზორამნეტინს, კვერციტრინს, კვერცეტინს, ჰიპეროზიდს, კემპფეროლს. [[ფესვი|ფესვებში]] აღინიშნება – ანტრაგლიკოზიდები და მთრიმლავი ნივთიერებები.
+
სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი, შეგროვილი ყვავილობის დასაწყისში. შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდ პოლიგოპიპერინს, რუტინს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ერგოსტერინს, ტოკოფეროლს, ნაფტოხინონს, ფიტოსტერინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (ძმრის, ჭიანჭველას, ვალერიანის, ვაშლის), აცეტილქოლინს, [[რკინა|რკინას]], შაქრებს, ფლავონურ წარმოებულებს – რამნოზინს, რუტინს, იზორამნეტინს, კვერციტრინს, კვერცეტინს, ჰიპეროზიდს, კემპფეროლს. [[ფესვი|ფესვებში]] აღინიშნება – ანტრაგლიკოზიდები და მთრიმლავი ნივთიერებები.
  
 
ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ბაქტერიციდული მოქმედებით.
 
ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ბაქტერიციდული მოქმედებით.
ხაზი 22: ხაზი 22:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მატიტელასებრნი]]
 
[[კატეგორია:მატიტელასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 21:33, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

წალიკა, წყლის ინა - Polygonum hydropiper L.

Polygonum hydropiper L.წალიკა, წყლის ინა, სალდა.

მეგრულად – სარდაკია, სანდაკია, სანდრაკია.

ერთწლოვანი, 15-60 სმ სიმაღლის მცენარეა. ფოთლები ლანცეტაა, ძირისა და ბოლოსკენ შევიწროებული, ქვედა მათგანი ყუნწიანია, ზედა მჯდომარე, ზედა მხარეს უფრო ხშირად ლაქიანი; ნედლ ფოთოლს წიწაკის გემო აქვს. ყვავილები პატარა ზომისაა, ორსქესიანი, ფოთლების იღლიებში წვრილ, მეჩხერ მტევნებად შეკრებილი, ყვავილსაფარი წითელია, იშვიათად მწვანე. ნაყოფი სამწახნაგოვანია, შავი ან მუქი ყავისფერი, წერტილოვანი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე, მდინარეების, ტბების, რუების, არხების ნაპირებზე, ტენიან ადგილებსა და ნათესებში.

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი, შეგროვილი ყვავილობის დასაწყისში. შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდ პოლიგოპიპერინს, რუტინს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ერგოსტერინს, ტოკოფეროლს, ნაფტოხინონს, ფიტოსტერინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (ძმრის, ჭიანჭველას, ვალერიანის, ვაშლის), აცეტილქოლინს, რკინას, შაქრებს, ფლავონურ წარმოებულებს – რამნოზინს, რუტინს, იზორამნეტინს, კვერციტრინს, კვერცეტინს, ჰიპეროზიდს, კემპფეროლს. ფესვებში აღინიშნება – ანტრაგლიკოზიდები და მთრიმლავი ნივთიერებები.

ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ბაქტერიციდული მოქმედებით.

თანამედროვე მედიცინაში ნაყენისა და თხევადი ექსტრაქტის სახით გამოიყენება ბუასილის, საშვილოსნოდან და ჰემოროიდალური სისხლდე¬ ნების, საშვილოსნოს ფიბრომიომის, ქრონიკული ენდომეტრიტისა და უხვი მენსტრუაციის დროს.

ხალხურ მედიცინაში მას იყენებდნენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ, ტკივილგამაყუჩებელ, ჭრილობების შესახორცებელ საშუალებას, ფარისებრი ჯირკვლის, კანის, ღვიძლის, შარდკენჭოვანი დაავადებების, შეშუპების,წყალმანკის, კუჭის წყლულის, ეგზემისა და ბრონქიალური ასთმის, ეპილეპსიის, ისტერიის, ტუბერკულოზის, სახსრების რევმატიზმის, ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს. უძველესი დროის ექიმები მას იყენებდნენ ჭრილობების გასაწმენდად და სიმსივნეების საწინააღმდეგოდ.

გარეგანად იხმარება ჭრილობების გამწმენდ და გამაუმტკივნებელ საშუალებად ჭრილობების, აბსცესებისა და მტკივნეული გამონაყრების დროს.

უკუმაჩვენებელია ტრომბოფლებიტით დაავადებულთათვის, აგრეთვე თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები