Puschkinia scilloides Adam.

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
თბილისის შემოგარენში მცენარის დაცვისა და აღწარმოების მიზნით საჭიროა  მაქსიმალურად იქნეს გამოვლენილი და შესწავლილი სხვა არსებული პოპულაციები.  
 
თბილისის შემოგარენში მცენარის დაცვისა და აღწარმოების მიზნით საჭიროა  მაქსიმალურად იქნეს გამოვლენილი და შესწავლილი სხვა არსებული პოპულაციები.  
  
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].[[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461011/1/TbilisisMidamoebisFlorisSamkurnaloGeofitebi.pdf]]
+
==წყარო==
 +
[[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:12, 5 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

Puschkinia scilloides Adam.

Puschkinia scilloides Adam.

პოლიკარპული მცენარეა, კვერცხისებრი, სფერული ბოლქვით. ფოთლები ფესვთანურია – 2-3, ხაზურ-თასმისებრი, ქვემოდან ღერომხვევი. საყვავილე ისარი 10-30 სმ სიგრძისაა; ყვავილედი მტევანია, 1-3 ყვავილით. ყვავილსაფარი ცისფერია, მისი ნაკვთები ბლაგვი-ელიფსურია; ნაყოფი – სამწახნაგოვანი, ბლაგვკუთხა კოლოფია, მცირეოდენი თესლით. თესლი სფერულია, მოშავო.

ყვ. IV; ნყ. V.

წინა აზიური სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – ამიერკავკასია.

საერთო გავრცელება: მცირე აზია (ლაზისტანი); სომხეთ-ქურთისტანი; ჩრდ.ირანი (Флора СССР, 1935). კავკასია: იმიერკავკასია; დას. და აღმ. ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940). საქართველოში გავრცელებულია: აჭარა, ქართლი, ჯავახეთი (საქ.მც.სარკვ., 1969). თბილისის მიდამოებში გვხვდება საგურამოს ქედზე, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს ზღ.დ. 1200 მ სიმაღლეზე, სადაც ცენოპოპულაციაში ინდივიდთა საერთო რიცხოვნობა (10 კვ.მ ფართობზე) – მეტად მცირეა.

ტიპიური მეზოფიტია, სციოფიტი. იზრდება სუბალპურ და ალპური სარტყლების მდელოებსა და ბუჩქნარებში. თბილისის შემოგარენში მცენარის დაცვისა და აღწარმოების მიზნით საჭიროა მაქსიმალურად იქნეს გამოვლენილი და შესწავლილი სხვა არსებული პოპულაციები.

[რედაქტირება] წყარო

თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები