წყლის წიწმატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
მეგრულად – '''მექიშერებული.'''
 
მეგრულად – '''მექიშერებული.'''
  
მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეა 5-50 სმ სიმაღლის, წამოწეული, ფესვმომკიდე და დატოტვილი ღეროთი. [[ფოთოლი|ფოთლები]] ფრთისებრაა დაყოფილი, მათგან კენწრული ნაწილი უფრო დიდია, მომრგვალო ან ოვალური, დაკბილული, გვერდითები – მოგრძოა ან ოვალური, მრგვალკბილა და ძირში ასიმეტრიული. ყვავილები თეთრია, ნაყოფობის პერიოდში მათი ყუნწები ჰორიზონტალურადაა მიმართული ან ქვემოთაა დახრილი. [[ნაყოფი]] ცილინდრული ჭოტია, ოდნავ მოღუნული და საგდულებგამობერილი. [[თესლი]] წვრილია, ნაყოფის თითოეულ ბუდეში ორ მწკრივად განლაგებული. ყვ. V-VI; ნაყ. VII.
+
მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეა 5-50 სმ სიმაღლის, წამოწეული, ფესვმომკიდე და დატოტვილი [[ღერო]]თი. [[ფოთოლი|ფოთლები]] ფრთისებრაა დაყოფილი, მათგან კენწრული ნაწილი უფრო დიდია, მომრგვალო ან ოვალური, დაკბილული, გვერდითები – მოგრძოა ან ოვალური, მრგვალკბილა და ძირში ასიმეტრიული. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, ნაყოფობის პერიოდში მათი ყუნწები ჰორიზონტალურადაა მიმართული ან ქვემოთაა დახრილი. [[ნაყოფი]] ცილინდრული ჭოტია, ოდნავ მოღუნული და საგდულებგამობერილი. [[თესლი]] წვრილია, ნაყოფის თითოეულ ბუდეში ორ მწკრივად განლაგებული. ყვ. V-VI; ნაყ. VII.
  
 
იზრდება მდორე წყლებში (წყალსატევები, წყაროები, გუბეები, არხები და ა.შ.), მდინარეთა ნაპირებზე, ზღვის სანაპიროებზე.
 
იზრდება მდორე წყლებში (წყალსატევები, წყაროები, გუბეები, არხები და ა.შ.), მდინარეთა ნაპირებზე, ზღვის სანაპიროებზე.
ხაზი 25: ხაზი 25:
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
+
 
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
[[კატეგორია: ჯვაროსნები]]
+
[[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: კომბოსტოსებრნი]]
 
[[კატეგორია: კომბოსტოსებრნი]]
 +
[[კატეგორია:  წყლის მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 23:14, 20 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

წყლის წიწმატი - Nasturtium officinale R. Br. In Aiton

Nasturtium officinale R. Br. In Aitonწყლის წიწმატი.

მეგრულად – მექიშერებული.

მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეა 5-50 სმ სიმაღლის, წამოწეული, ფესვმომკიდე და დატოტვილი ღეროთი. ფოთლები ფრთისებრაა დაყოფილი, მათგან კენწრული ნაწილი უფრო დიდია, მომრგვალო ან ოვალური, დაკბილული, გვერდითები – მოგრძოა ან ოვალური, მრგვალკბილა და ძირში ასიმეტრიული. ყვავილები თეთრია, ნაყოფობის პერიოდში მათი ყუნწები ჰორიზონტალურადაა მიმართული ან ქვემოთაა დახრილი. ნაყოფი ცილინდრული ჭოტია, ოდნავ მოღუნული და საგდულებგამობერილი. თესლი წვრილია, ნაყოფის თითოეულ ბუდეში ორ მწკრივად განლაგებული. ყვ. V-VI; ნაყ. VII.

იზრდება მდორე წყლებში (წყალსატევები, წყაროები, გუბეები, არხები და ა.შ.), მდინარეთა ნაპირებზე, ზღვის სანაპიროებზე.

როგორც ბოსტნეული მცენარე კულტივირებული და გამოყენებული იყო ჯერ კიდევ ძველ რომში. სანელებლად გამოიყენება მწვანე ფოთოლაკები. გამოირჩევა მწკლარტე და მომწარო გემოთი და პირშუშხას მსგავსი მწვავე, სასიამოვნო არომატით. თესლი მდოგვის შემცვლელად იხმარება.

ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი სანელებლიდან, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნედლი სახით.

წყლის წიწმატის ბალახი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებებით: რკინით, ფოსფორით, კალიუმით, აზოტოვანი ზეთებით, ვიტამინებით (A,B,C, E, K); შეიცავს გლიკოზიდ – გლუკონასტურცინს, საპონინებს, ალკალოიდებს, ნახშირწყლებს. თესლებში აღინიშნება 22-24% ცხიმოვანი ზეთები.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება სისხლის გამწმენდ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, ამოსახველებელ, შარდმდენ, ციებ-ცხელებისა და ცინგის საწინააღმდეგო საშუალებად.

რეკომენდირებულია კანის ქრონიკული გამონაყრების, ანემიის, ეგზემის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას. ნედლი ფოთლები გამოიყენება შარდის ბუშტის, ნაღვლის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.

ხალხურ მედიცინაში ბალახის ნახარში იხმარება ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ნიკრისის ქარების სამკურნალოდ. მცენარის წვენს გარეგანად იყენებენ დამწვრობის, მეჭეჭების, ლიპომას საწინააღმდეგოდ.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები