იალნოს ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Image 2023-11-16 101654934.png|thumb|300px|იალნოს ქედი]]
+
[[ფაილი:Image 2023-11-16 101654934.png|thumb|260პქ|იალნოს ქედი]]
'''იალნოს ქედი (იალნოს მთა)'''
+
'''იალნოს ქედი''' – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე [[კახეთი|კახეთში]], საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).
  
გარდაბნის რაიონის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კონგლომერანტებით, ქვიშაქვებით, [[თიხა|თიხებითა]] და [[ქვიშა|ქვიშებით]] აგებული იალნოს ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი (თიხები და ქვიშაქვები) ქანებით აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების განშტოებები - კოჯორ-საყარაულოს, [[მთაწმინდა (თბილისი)|მთაწმინდის]], [[თაბორი|თაბორის]], [[თელეთის ქედი|თელეთის ქედები]] და მათ შორის მოქცეული ხეობები. იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედა ეოცენურ-ქვედა მიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით გარდაბნის ვაკეს. საქართველოს ფარგლებში გარდაბნის ვაკე იკავებს 40 კმ სიგრძის ზოლს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 15-17 კმ-მდე არის გაფართოებული. ამ საფეხურებრივ ვაკეს, რომელიც მტკვარსა და ივრის ზეგნის კიდეს შორისაა მოქცეული, თავის უდაბლეს, მტკვრისპირა ნაწილში 270-350 მ აბსოლუტური სიმაღლე აქვს; ზეგნისაკენ იგი 400 მ-მდე მაღლდება. გარდაბნის ვაკის ზედაპირი შედგენილია მტკვრის რამდენიმე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული აკუმულაციური ტერასით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე ცვალებადობს ათეული მეტრიდან ასიოდე მეტრამდე.
+
აგებულია ნეოგენური ნალექი [[ქანები|ქანებით]]. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
გარდაბნის ვაკის ნიადაგური საბურველი წარმოდგენილია ბაცი წაბლა და ყომრალ-წაბლა ნიადაგებით, რომლებიც ზოგიერთ ადგილას დამლაშებულია ღია გრუნტისა და ზედაპირული წყლებით. ბუნებრივი მცენარეულობა მიეკუთვნება [[აბზინდა]]-უროიანი სტეპის ტიპს.
+
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]].
+
* უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
 +
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]]
  
 
+
[[კატეგორია: ქედები საქართველოში]]
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]

მიმდინარე ცვლილება 16:33, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

იალნოს ქედი

იალნოს ქედი – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).

აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები