აღნიაშვილი ლადო
(→ბიოგრაფია) |
|||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ გორის სემინარია. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი („ქართული ხორო“, ი. რატილის ლოტბარობით, 1885-86), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა [[საქართველო|საქართველოს]] კულტურულ ცხოვრებაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. გუნდის რეპერტუარში იყო საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები. ამ გუნდში მღეროდნენ: [[ია კარგარეთელი|ია კარგარეთელი,]] ზაქარია და ივანე ფალიაშვილები და სხვ. გუნდის კონცერტს „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“ გამოეხმაურა [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]]. | დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ გორის სემინარია. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი („ქართული ხორო“, ი. რატილის ლოტბარობით, 1885-86), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა [[საქართველო|საქართველოს]] კულტურულ ცხოვრებაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. გუნდის რეპერტუარში იყო საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები. ამ გუნდში მღეროდნენ: [[ია კარგარეთელი|ია კარგარეთელი,]] ზაქარია და ივანე ფალიაშვილები და სხვ. გუნდის კონცერტს „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“ გამოეხმაურა [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]]. | ||
− | ლ. აღნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობის“ დაარსებაში (1887), ამავე წელს გამოსცა რუსულ-ქართული „უბის ლექსიკონი“; შეადგინა და გამოაქვეყნა კრებული „ქართული | + | ლ. აღნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობის“ დაარსებაში (1887), ამავე წელს გამოსცა რუსულ-ქართული „უბის ლექსიკონი“; შეადგინა და გამოაქვეყნა კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები“ (1890), რომელიც საფუძვლად დაედო მ. უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ „ქართულ ხალხურ ზღაპრებს“ (1894); გამოაქვეყნა სკოლისგარეშე საკითხავად „ახალი ანბანის“ რვა წიგნაკი (1892-93). |
− | + | ||
− | + | ||
− | წიგნაკი (1892-93). | + | |
− | აღნიაშვილი იყო | + | აღნიაშვილი იყო პირველი ქართველი მოღვაწე, რომელმაც 1894–96 იმოგზაურა ირანში, მოინახულა ფერეიდნელი ქართველები და გააცნო საზოგადოებას თავისი შთაბეჭდილებები მათი ენისა და ყოფის შესახებ, რაც ცალკე |
− | წიგნად გამოაქვეყნა 1896. ნაშრომი შეიცავს | + | წიგნად გამოაქვეყნა 1896. ნაშრომი შეიცავს ბვერ საინტერესო ცნობას ფერეიდნის [[ქართველები|ქართველთა]] სოფლების ადგილმდებარეობის, ბუნების, სამეურნეო საქმიანობისა და ყოფა-ცხოვრების ცალკეული მხარეების |
შესახებ. აღნიაშვილის ცნობით, ზოგიერთ სოფელს ორ-ორი სახელი რქმევია – ქართული და სპარსული: ზემო | შესახებ. აღნიაშვილის ცნობით, ზოგიერთ სოფელს ორ-ორი სახელი რქმევია – ქართული და სპარსული: ზემო | ||
მარტყოფი – ახორე ბალა, თელავი – თოდლელი, რუისპირი – აფუსი, იგივე რუსთავი, ნიჩოწმინდა – | მარტყოფი – ახორე ბალა, თელავი – თოდლელი, რუისპირი – აფუსი, იგივე რუსთავი, ნიჩოწმინდა – | ||
− | ქუდუბანაქი და სხვ. მოსახლეობის საერთო რაოდენობა I2–15 ათასამდე აღწევდა. აღნიაშვილს შეუკრებია ქართული გვარები (ბათუაანი, ბასილაანი, გორგინაანი, გუგუნაანი, გულიაანი, | + | ქუდუბანაქი და სხვ. მოსახლეობის საერთო რაოდენობა I2–15 ათასამდე აღწევდა. აღნიაშვილს შეუკრებია ქართული გვარები (ბათუაანი, ბასილაანი, გორგინაანი, გუგუნაანი, გულიაანი, დარისპანაანი, ვარდიაანი, მამუკაანი, სამადაანი, სეფიაანი, ხუციცაანი და სხვ). სპარსულ გარემოში, სადაც კაცი საკუთარი სახელით იცნობება, გვარების წმინდად შემონახვა მას ქართული ტრადიციის დაცვად მიაჩნდა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ფერეიდნელთა ყოფის სამ მოვლენაზე, რომლებიც მათ ქართულ სინამდეილესთან აკავშირებს: მშობლიური ენა, ეროვნული სიამაყის გრძნობა და ქართული ტიპი, შესახედაობა, იერი და ზნე. |
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
==იხილეთ აგრეთვე== | ==იხილეთ აგრეთვე== |
მიმდინარე ცვლილება 12:39, 18 იანვარი 2024 მდგომარეობით
აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე - (7. II. 1860, ს. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი, – 23. IV. 1904, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ გორის სემინარია. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი („ქართული ხორო“, ი. რატილის ლოტბარობით, 1885-86), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. გუნდის რეპერტუარში იყო საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები. ამ გუნდში მღეროდნენ: ია კარგარეთელი, ზაქარია და ივანე ფალიაშვილები და სხვ. გუნდის კონცერტს „ივერიაში“ გამოეხმაურა ი. ჭავჭავაძე.
ლ. აღნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობის“ დაარსებაში (1887), ამავე წელს გამოსცა რუსულ-ქართული „უბის ლექსიკონი“; შეადგინა და გამოაქვეყნა კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები“ (1890), რომელიც საფუძვლად დაედო მ. უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ „ქართულ ხალხურ ზღაპრებს“ (1894); გამოაქვეყნა სკოლისგარეშე საკითხავად „ახალი ანბანის“ რვა წიგნაკი (1892-93).
აღნიაშვილი იყო პირველი ქართველი მოღვაწე, რომელმაც 1894–96 იმოგზაურა ირანში, მოინახულა ფერეიდნელი ქართველები და გააცნო საზოგადოებას თავისი შთაბეჭდილებები მათი ენისა და ყოფის შესახებ, რაც ცალკე წიგნად გამოაქვეყნა 1896. ნაშრომი შეიცავს ბვერ საინტერესო ცნობას ფერეიდნის ქართველთა სოფლების ადგილმდებარეობის, ბუნების, სამეურნეო საქმიანობისა და ყოფა-ცხოვრების ცალკეული მხარეების შესახებ. აღნიაშვილის ცნობით, ზოგიერთ სოფელს ორ-ორი სახელი რქმევია – ქართული და სპარსული: ზემო მარტყოფი – ახორე ბალა, თელავი – თოდლელი, რუისპირი – აფუსი, იგივე რუსთავი, ნიჩოწმინდა – ქუდუბანაქი და სხვ. მოსახლეობის საერთო რაოდენობა I2–15 ათასამდე აღწევდა. აღნიაშვილს შეუკრებია ქართული გვარები (ბათუაანი, ბასილაანი, გორგინაანი, გუგუნაანი, გულიაანი, დარისპანაანი, ვარდიაანი, მამუკაანი, სამადაანი, სეფიაანი, ხუციცაანი და სხვ). სპარსულ გარემოში, სადაც კაცი საკუთარი სახელით იცნობება, გვარების წმინდად შემონახვა მას ქართული ტრადიციის დაცვად მიაჩნდა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ფერეიდნელთა ყოფის სამ მოვლენაზე, რომლებიც მათ ქართულ სინამდეილესთან აკავშირებს: მშობლიური ენა, ეროვნული სიამაყის გრძნობა და ქართული ტიპი, შესახედაობა, იერი და ზნე.