თალაკვაძე მარიამ
(ახალი გვერდი: '''მარიამ თალაკვაძე''' – 16. იანვარი. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის რ-ნ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მარიამ თალაკვაძე''' – | + | '''მარიამ თალაკვაძე''' – (დ. 16 იანვარი. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის რ-ნი, – გ. 4 აპრილი 1982, [[თბილისი]]), ფილოლოგი, [[ქართული ენა|ქართული ენის]] სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965). |
− | მარიამ | + | მარიამ თალაკვაძემ დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. 1917 დაამთავრა ხონის წმ. მარიამის სახელობის ქალთა სასწავლებელი და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჯერ სოფ. ამაღლების (ვანის რ-ნი) ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ – სოფ. მარადიდის დაწყებით სკოლაში. 1923 თალაკვაძე ჩაირიცხა ბათუმის |
− | პედაგოგიურ სასწავლებელში, 1926 – [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის | + | პედაგოგიურ სასწავლებელში, 1926 – [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების (1930) შემდეგ მუშაობა დაიწყო საჯარო ბიბლიოთეკაში. მუშაობდა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ჯერ სახელმძღვანელოების სექტორში, შემდეგ კონტროლიორ-კორექტორად. 1939-41 გაიარა ასპირანტურის კურსი პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო განათლების მუზეუმში. 1943-45 მუშაობდა [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში]], 1945-იდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. |
+ | |||
+ | მარიამ თალაკვაძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. იგი ავტორია მრავალი მეთოდიკური წერილისა და 72 მონოგრაფიული გამოკვლევისა (აქედან 5 სახელმძღვანელო) ქართული ენის სწავლების მეთოდიკის დარგში. | ||
+ | |||
+ | ქართულ პედაგოგიკაში შეტანილი ღვაწლისათვის მარიამ თალაკვაძეს მიღებული აქვს [[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]]ს სახელობის პრემია (1976) და [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილის]] სახელობის მედალი (1978). | ||
+ | |||
+ | ''მ. რეხვიაშვილი'' | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | == თხზულებები == | ||
+ | * ი. გოგებაშვილის დედაენის აგების პრინციპები, თბ., 1943; | ||
+ | * ქართული ენის სწავლება V კლასში, თბ., 1952; | ||
+ | * ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ. 1952; | ||
+ | * ზმნის სწავლება სკოლაში, თბ., 1955; | ||
+ | * ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959; | ||
+ | * ვარლამ თოფურია, თბ. 1968. | ||
+ | |||
+ | |||
+ | ==წყარო== | ||
+ | * [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]] | ||
+ | [[კატეგორია:თალაკვაძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:43, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით
მარიამ თალაკვაძე – (დ. 16 იანვარი. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის რ-ნი, – გ. 4 აპრილი 1982, თბილისი), ფილოლოგი, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965).
მარიამ თალაკვაძემ დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. 1917 დაამთავრა ხონის წმ. მარიამის სახელობის ქალთა სასწავლებელი და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჯერ სოფ. ამაღლების (ვანის რ-ნი) ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ – სოფ. მარადიდის დაწყებით სკოლაში. 1923 თალაკვაძე ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში, 1926 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების (1930) შემდეგ მუშაობა დაიწყო საჯარო ბიბლიოთეკაში. მუშაობდა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ჯერ სახელმძღვანელოების სექტორში, შემდეგ კონტროლიორ-კორექტორად. 1939-41 გაიარა ასპირანტურის კურსი პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო განათლების მუზეუმში. 1943-45 მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1945-იდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მარიამ თალაკვაძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. იგი ავტორია მრავალი მეთოდიკური წერილისა და 72 მონოგრაფიული გამოკვლევისა (აქედან 5 სახელმძღვანელო) ქართული ენის სწავლების მეთოდიკის დარგში.
ქართულ პედაგოგიკაში შეტანილი ღვაწლისათვის მარიამ თალაკვაძეს მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის სახელობის პრემია (1976) და ი. ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1978).
მ. რეხვიაშვილი
[რედაქტირება] თხზულებები
- ი. გოგებაშვილის დედაენის აგების პრინციპები, თბ., 1943;
- ქართული ენის სწავლება V კლასში, თბ., 1952;
- ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ. 1952;
- ზმნის სწავლება სკოლაში, თბ., 1955;
- ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959;
- ვარლამ თოფურია, თბ. 1968.