დ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ასოები]] | [[კატეგორია:ასოები]] | ||
[[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | [[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:05, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
დ – ქართული ანბანის მეოთხე ასო, მისი სახელია „დონი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ծ. მისი მოხაზულობა წრისა და ხაზის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ადრეულ ძეგლებში იგი ყელის გარეშე გეხედება. ნუსხური Ⴃ მარჯვნივაა გადახრილი და ზედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრულ დ-ს საყრდენი ფეხი აქვს და ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება:
ძვ. ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხს (4), ახ. ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეოთხეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის დ მუხლი.